ცენტრის მიერ უზრუნველყოფილი სამედიცინო მომსახურება მოიცავს ლაბორატორიულ და კლინიკურ კვლევებს, თერაპევტის კონსულტაციას, რეფერალურ სამედიცინო დაწესებულებებში სხვადასხვა პროფილის პროფესიონალებთან კონსულტაციას, მედიკამენტოზური მკურნალობას და სპეციალური ფიზიოთერაპიული პროცედურებს.
ცენტრი ინახავს კლიენტის ყველა სამედიცინო დოკუმენტს და მათი კონფიდენციალურობის გარანტიას იძლევა.
ცენტრის სამედიცინო რეაბილიტაციის პროცესი გულისხმობს ცენტრის ტერიტორიაზე მომსახურების გაწევას და კლიენტთა გადამისამართებას სპეციალურ სამედიცინო ინსტიტუტებში დამატებითი კვლევების ჩასატარებლად.
მულტიდისციპლინური მიდგომის შედეგად, სამედიცინო რეაბილიტაცია მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:
-
-
პირველადი სამედიცინო კონსულტაცია, სომატური და ფსიქოსომატური დიაგნოსტირება ცენტრში;
-
გადამისამართება სამედიცინო დაწესებულებებში ლაბორატორიული კვლევისა და სპეციალისტებთან კონსულტაციისთვის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროცესის ჩასატარებლად;
-
გადამისამართება ცენტრის შიგნით. კერძოდ, კლიენტების დახმარება და მომზადება ფსიქო რეაბილიტაციის კურსისთვის;
-
მკურნალობის პროცესის მართვა – მედიკამენტებით უზრუნველყოფა, საკონტროლო ანალიზები, საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის გამეორება;
-
ფსიქოთერაპიული მომსახურება;
-
ფსიქოსომატური აშლილობის შემთხვევაში, კომპლექსური მკურნალობის ჩატარება.
-