GCRT სამუშაო საათები ორშ – პარ: 10.00 – 18.00         +995 032 2 22 0689

  • მთავარი
  • ვინ ვართ
    • ჩვენ შესახებ
  • რას ვაკეთებთ
    • საქმიანობა
      • პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა
    • პროექტები
    • აისი
  • სიახლეები
  • პუბლიკაციები
  • დაგვიკავშირდით
  • Ka
    • En
    • Ka
კონტაქტი
  • მთავარი
  • ვინ ვართ
    • ჩვენ შესახებ
  • რას ვაკეთებთ
    • საქმიანობა
      • პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა
    • პროექტები
    • აისი
  • სიახლეები
  • პუბლიკაციები
  • დაგვიკავშირდით
  • Ka
    • En
    • Ka
Logo White
  • მთავარი
  • ვინ ვართ
    • ჩვენ შესახებ
  • რას ვაკეთებთ
    • საქმიანობა
      • პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა
    • პროექტები
    • აისი
  • სიახლეები
  • პუბლიკაციები
  • დაგვიკავშირდით
  • Ka
    • En
    • Ka
,,ქართულმა ოცნებამ“ სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიების ახალი ეტაპი 30-მდე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ დაიწყო
Home მულტიმედია სიახლეები ,,ქართულმა ოცნებამ“ სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიების ახალი ეტაპი 30-მდე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ დაიწყო
სიახლეები
GCRT სექტემბერი 22, 2025

,,ქართულმა ოცნებამ“ სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიების ახალი ეტაპი 30-მდე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ დაიწყო

„ქართულმა ოცნებამ“, რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიუროს ხელით, დაიწყო სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდველი კანონების რეპრესიული აღსრულების ახალი ეტაპი 30-მდე ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის, მათ შორის ხელმომწერი ორგანიზაციების, წინააღმდეგ.

ანტიკორუფციული ბიუროს ქმედებები წარმოადგენს სამოქალაქო ორგანიზაციების დევნისა და ზეწოლის ერთიანი პროცესის ნაწილს. მისი მიზანია, რომ ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ემსახურებოდნენ ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას ქვეყანაში, ვეღარ შეძლონ საკუთარი საქმიანობის ეფექტიანად გაგრძელება და საზოგადოების ინტერესების დაცვა.

2025 წლის 8 სექტემბრის შემდეგ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა მიიღეს რაჟდენ კუპრაშვილის წერილები საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამო „გრანტების შესახებ“ კანონის გამოყენებით მონიტორინგის დაწყების შესახებ. რაჟდენ კუპრაშვილი ორგანიზაციებისგან მოითხოვს 2025 წლის 16 აპრილის შემდეგ პერიოდში ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა კატეგორიის მოცულობით ინფორმაციას ისე, რომ ფორმალურადაც კი არ იცავს „გრანტების შესახებ“ კანონით დადგენილ პროცედურას. ბიურო არ უთითებს, რომელი მუხლების საფუძველზე მოითხოვს ინფორმაციის მიწოდებას, მათ შორის 16 აპრილიდან, მაშინ, როდესაც „გრანტების შესახებ“ კანონის რეპრესიული ცვლილებები 17 აპრილს შევიდა ძალაში.

რაჟდენ კუპრაშვილის წერილის საპასუხოდ ადრესატმა ორგანიზაციებმა წერილობით განუმარტეს, რომ ბიურო არღვევდა „გრანტების შესახებ“ კანონს და ასევე აცნობეს, რომ კანონში შესული რეპრესიული ცვლილებების ამოქმედების შემდეგ არ ჰქონდათ მიღებული ახალი საგრანტო ხელშეკრულებები და არც ძველ ხელშეკრულებებში შეუტანიათ ცვლილებები. შესაბამისად, მათზე „გრანტების შესახებ“ კანონით დადგენილი მონიტორინგის პროცესის დაწყება უკანონო იყო. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა რაჟდენ კუპრაშვილის ბიუროსგან ასევე მოითხოვეს საქმის მასალების გაცნობა, თუმცა ბიურო ამ დრომდე მალავს აღნიშნულ ინფორმაციას, რითაც დამატებით არღვევს არსებულ კანონმდებლობას.

საპასუხო წერილის შემდეგ რაჟდენ კუპრაშვილი ცდილობს სასამართლოს გამოყენებით უზრუნველყოს რეპრესიული კანონების აღსრულება. ბიურო ეტაპობრივად მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ. თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 სექტემბერს უკვე გამოსცა ბრძანება ცხრა ორგანიზაციასთან მიმართებით. სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა რაჟდენ კუპრაშვილის უწყების შუამდგომლობა და ორგანიზაციები დაავალდებულა ბიუროს მიაწოდონ საქმიანობასთან დაკავშირებული მოცულობითი ინფორმაცია.

აღსანიშნავია, რომ არც ბიუროს წერილში და არც სასამართლოს ბრძანებაში არ არის მითითებული, კონკრეტულად რა ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით დგინდება ორგანიზაციების მიერ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით კანონით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობა/დარღვევა. სასამართლომ ფაქტობრივად უცვლელად გადაიტანა ბრძანებაში ბიუროს შუამდგომლობის დასაბუთება ისე, რომ შუამდგომლობის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი დასაბუთება არ შეუმოწმებია, რითაც მან უარი თქვა კანონით მისთვის მინიჭებული სასამართლო კონტროლის განხორციელებაზე.

გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციის რეპროდუცირებას ახდენს, ძირს უთხრის სათანადო სასამართლო კონტროლის კონსტიტუციურ ფუნქციას და რისკის ქვეშ აყენებს როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების უფლებრივ მდგომარეობას, ისე ინდივიდუალურ პერსონალურ მონაცემებს. სასამართლოს როლია, ჯეროვნად გამოიკვლიოს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების კანონიერება, რაც თავის თავში მოიცავს არა მარტო ფორმალური მოთხოვნების შემოწმებას, არამედ შინაარსობრივ კონტროლს.

უკანონოდ დაწყებული მონიტორინგის მიუხედავად, ჩვენ ვაგრძელებთ საქმიანობას და სამართლებრივ ბრძოლას რეპრესიული კანონების აღსრულების შესაჩერებლად. გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ შესაძლებლობას ჩვენი და საქართველოს მოქალაქეების უფლებების დასაცავად.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

1. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

2. პრევენცია პროგრესისთვის

3. ევროპის ფონდი

4. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი

5. ცხოველთა თავშესაფარი ფეთიზი

6. წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი – GCRT

7. სამოქალაქო იდეა

8. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

9. თანასწორობის მოძრაობა

10. სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი” (RICDOG)

11. უფლებები საქართველო

12. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

13. ყვარლის ევროკლუბი

14. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)

15. მედია ცენტრი კახეთი

16. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

17. ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის

18. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი

19. დემოკრატიის ინსტიტუტი

20. საქართველოს სტრატეგიული კვლევების განვითარების ცენტრი

ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მოქმედი ორგანიზაციების, პროფესიული ასოციაციებისა და სპეციალისტების მიმართვა ქართულ მართლმსაჯულების სისტემასფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მოქმედი ორგანიზაციების, პროფესიული ასოციაციებისა და სპეციალისტების მიმართვა ქართულ მართლმსაჯულების სისტემასაგვისტო 3, 2025
„რუსული კანონის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა  წერილობითი კომუნიკაცია წარადგინესსექტემბერი 23, 2025„რუსული კანონის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა  წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • ბლოგი
  • ვიდეო გალერეა
  • სიახლეები
Logo White

9 ვ. ანჯაფარიძის ქუჩა, თბილისი 0179

2 22 0689 / 2 29 39 12

სამუშაო საათები: ორშ. - პარ: 10.00 - 18.00  

სერვისები

ფსიქოლოგიური სერვისი

სამედიცინო სერვისი

სოციალური სერვისი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

რეგიონული ოფისები

GCRT გორი

მისამართი: 6 სტალინის გამზირი, გორი 1400
ტელ: 599 412040
ელ-ფოსტა: gcrtgori@gmail.com

GCRT ქუთაისი

მისამართი: გოგებაშვილის ქ. 7
ტელ: 599104563
ელ-ფოსტა: panchulidzetea@yahoo.com