სოციალური სერვისი მოიცავს:
- კლიენტის სოციალური საჭიროებების შეფასება;
- შესაბამისი სოციალური ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ამ ღონისძიებების კლიენტისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
- კლიენტის გადამისამართება საგანმანათლებლო და მოსამზადებელ კურსებზე ცენტრის გარეთ;
- ისეთი მომსახურების მოძიება, რომელსაც კლიენტი დამოუკიდებლად ვერ მიიღებს;
- მედიატორის ფუნქციის შესრულება მომსახურების გამწევ ორგანიზაციებთან;
- კლიენტის ინტერესების დაცვა და ოფიციალური და არაოფიციალური დამხმარე ქსელების შემოწმება კლიენტისთვის.
საჭიროების შემთხვევაში, GCRT–ს თანამშრომლები კლიენტებს აკითხავენ სახლში სიტუაციის შესაფასებლად და შემდეგ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ქმნიან ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ სოციალურ სერვისს. აქვე იგულისხმება შესაფერის შემთხვევებში პენიტენციური დაწესებულების ან იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლების სტუმრობაც.