ოჯახში და გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა
პროექტი მიზნად ისახავს ძალადობის შემთხვევების პრევენციას საქართველოში, კერძოდ:
• საკანონმდებლო ჩარჩოსა და პოლიტიკის დოკუმენტების ცვლილების ინიცირებას;
• საქართველოს რეგიონებში საგანმანათლებლო აქტივობების დანერგვას ოჯახში და გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციის მიზნით;
• სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ძალადობის შემთხვევების აღმოფხვრას.
პროექტის ფარგლებში ორგანიზაციები იმუშავებენ გენდერული ნიშნითა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებთან და გოგონებთან.
– საფარი
– ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
– ქალთა ფონდი საქართველოში
– მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება
– არტარეა
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.