ფსიქოლოგიური სერვისი მოიცავს ფსიქო–დიაგნოსტიკას და კლიენტის პირველად ინტერვიუს ცენტრში შეხვედრის დროს; დახმარების ღონისძიებებს, როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ და ოჯახურ ფსიქოლოგიურ კონსულტაციებს.

ფსიქოთერაპია 

 

ცენტრის მიერ ხორციელდება ფსიქოთერაპიული მომსახურება, რაც შეიცავს დახმრების შემდეგ ფორმებს: 

  1. ინდივიდუალური თერაპია
  2. ჯგუფური თერაპია
  3. ოჯახური თერაპია

GCRT–ს მიერ გამოყენებული სამკურნალო მეთოდებს შორისაა შემეცნებით–ქცევითი თერაპია, გახანგრძლივებული ექსპოზიციური თერაპია, მოკლე ეკლექტური ფსიქოთერაპია და სომატური თერაპია. გარდა ამისა, გამოიყენება შემეცნებითი, შემეცნებით–ემოციური და სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთეაპიული მეთოდები კომპლექსური ტრავმული აშლილობების დროს სტაბილიზაციის მისაღწევად.

ფსიქიატრიული შეფასება

 

ფსიქიატრიულ მომსახურებაში შედის შემდეგი:

    • კონსულტაცია და კლიენტის კლინიკური შემოწმება;

    • ფსიქოლოგიური შემოწმება სპეციალურად შემუშავებული კითხვარის გამოყენებით;

    • ფსიქო–დიაგნოსტიკა და პრობლემების აღწერა;

    • მკურნალობის გეგმის შემუშავება სხვადასხვა პროფილის სპეციალისტებთან ერთად;

    • საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტოზური მკურნალობის დანიშვნა;

    • მკურნალობისა და რეაბილიტაციის დინამიკის შეფასება;

    • დამატებითი კონსულტაციები და დროის გარკვეული მონაკვეთის შემდეგ განმეორებითი გმაოკვლევა;

    • საჭიროების შემთხვევაში, კლიენტთა გადამისამართება სპეციალურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში.