GCRT სამუშაო საათები ორშ – პარ: 10.00 – 18.00         +995 032 2 22 0689

  • მთავარი
  • ვინ ვართ
    • ჩვენ შესახებ
  • რას ვაკეთებთ
    • საქმიანობა
    • პროექტები
    • აისი
  • სიახლეები
  • პუბლიკაციები
  • დაგვიკავშირდით
  • Ka
    • En
    • Ka
კონტაქტი
  • მთავარი
  • ვინ ვართ
    • ჩვენ შესახებ
  • რას ვაკეთებთ
    • საქმიანობა
    • პროექტები
    • აისი
  • სიახლეები
  • პუბლიკაციები
  • დაგვიკავშირდით
  • Ka
    • En
    • Ka
Logo White
  • მთავარი
  • ვინ ვართ
    • ჩვენ შესახებ
  • რას ვაკეთებთ
    • საქმიანობა
    • პროექტები
    • აისი
  • სიახლეები
  • პუბლიკაციები
  • დაგვიკავშირდით
  • Ka
    • En
    • Ka
ადამიანის უფლებების კრიზისი საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
Home მულტიმედია სიახლეები ადამიანის უფლებების კრიზისი საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
სიახლეები
GCRT მაისი 15, 2025

ადამიანის უფლებების კრიზისი საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ

წარმოდგენილი ანგარიში მომზადებულია ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ. დოკუმენტი ეფუძნება ინფორმაციასა და მტკიცებულებებს, რომლებიც ავტორებმა მოიპოვეს საჯარო წყაროებიდან, ინტერვიუებიდან და საქმის მასალებიდან.

IRCT-ის, IFEG-ის, Berekely Public health-ისა და Omega Research Foundation-ის მიერ შემუშავებულ კითხვარზე -„პროტესტისა და დაკავების დროს ძალის გადამეტებული გამოყენების, არასათანადო მოპყრობის, წამების დოკუმენტირებისა და შეტყობინების ფორმა“ – დაყრდნობით, ქართული კონტექსტის გათვალისწინებით, მომზადდა ნახევრად სტრუქტურირებული, სიღრმისეული კითხვარი. ამ კითხვარის მიხედვით, ინტერვიუ ჩატარდა 117 რესპონდენტთან, რომლებიც 19 ნოემბრიდან 28 იანვრის ჩათვლით მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციებში ან მიმდინარე პროტესტის კონტექსტში დაექვემდებარნენ არასათანადო მოპყრობას ან ძალადობას.

ინტერვიუებიდან მიღებული მიგნებები, მტკიცებულების სახით, გამყარებულია, მათ შორის, ფოტო/ვიდეო მასალით და სამედიცინო დოკუმენტაციით. ანგარიშის დანართში (იხ. დანართი 1) აღრიცხულია რესპონდენტების სქესი და თითოეული მათგანის მიერ მოწოდებული მტკიცებულებების ტიპები (ვიდეომასალა, ფოტომასალა, სამედიცინო და სასამართლო დოკუმენტაცია).

ასევე, ჩატარდა ფოკუსჯგუფი ადვოკატებთან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის მიზნით. 21 წერილი გაიგზავნა 10 უწყებაში, ესენია: თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, ბათუმის საქალაქო სასამართლოები, ზუგდიდის რაიონული სასამართლო, საქართველოს პროკურატურა, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (გაგზავნილი წერილები და უწყებებიდან მიღებული პასუხები იხილეთ დანართ 2-ში).

ანგარიში ემყარება გადამოწმებულ ინფორმაციას, რომელიც მოპოვებულია სანდო და საიმედო წყაროებიდან.

დოკუმენტში მონაცემები აისახა მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ არსებობდა მათი დამაჯერებლობის გონივრული საფუძველი.

ადამიანის უფლებების კრიზისი საქართველოშიDownload
ივანიშვილის ფარა საქართველოს წინააღმდეგივანიშვილის ფარა საქართველოს წინააღმდეგმარტი 24, 2025

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • ბლოგი
  • ვიდეო გალერეა
  • სიახლეები
Logo White

9 ვ. ანჯაფარიძის ქუჩა, თბილისი 0179

2 22 0689 / 2 29 39 12

სამუშაო საათები: ორშ. - პარ: 10.00 - 18.00  

სერვისები

ფსიქოლოგიური სერვისი

სამედიცინო სერვისი

სოციალური სერვისი

რეგიონული ოფისები

GCRT გორი

მისამართი: 6 სტალინის გამზირი, გორი 1400
ტელ: 599 412040
ელ-ფოსტა: gcrtgori@gmail.com

GCRT ქუთაისი

მისამართი: გოგებაშვილის ქ. 7
ტელ: 599104563
ელ-ფოსტა: panchulidzetea@yahoo.com