საპროტესტო აქციებისა და დაკავების დროს წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის მტკიცებულებების შეგროვების გზამკვლევი
საპროტესტო აქციებისა და დაკავების დროს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევაში, მტკიცებულებების შეგროვება შესაძლოა, თქვენზე განხორციელებული ძალადობის სამართლებრივი აღიარებისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
გიზიარებთ სასამართლო ექსპერტების მიერ მომზადებულ შესაბამის გზამკვლევს.
გზამკვლევი ოთხ ნაწილადაა დაყოფილი და გვასწავლის ეფექტურ გზებს:
- როგორ გამოვიყენოთ ფოტო და ვიდეო დოკუმენტაცია პოლიციის სისასტიკის დასადასტურებლად?
- როგორ შევაგროვოთ და შევინახოთ ფიზიკური მტკიცებულებები?
- როგორ აღვწეროთ ამბავი და დაზიანებები დეტალურად?
- როგორ გადავიღოთ დაზიანებების ფოტოები, რომლებიც შეიძლება გახდეს სასამართლო მტკიცებულება?