2017 წლიდან 18-წლამდე პირთა ქორწინება აიკრძალა.
იძულებით ქორწინება კრიმინალიზებულია და ისჯება, თუმცა კანონის აღსრულება და პრაქტიკაში გამოყენება კვლავ პრობლემურია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებზე დეტალურ სტატისტიკურ მონაცემებს არ აწარმოებს.
რთულია ვისაუბროთ ბავშვთა იძულებითი ქორწინების ზუსტ მონაცემებზე.
2022 წელს, ქვეყნის მასშტაბით 815 არასრულწლოვანი ორსული იყო, აქედან მშობიარობის რიცხვი 434-ს აღწევს.
2022 წელს 47-მა გოგომ კი ქორწინების მიზეზით განათლების მიღება შეწყვიტა.
რა უშლის ხელს კანონის აღსრულებას, რამდენად კოორდინირებულად მუშაობენ სტრუქტურები ბავშვთა იძულებითი ქორწინების პრევენციისა თუ აღმოფხვრისათვის? როგორ იძიებენ მსგავსი ტიპის დანაშაულებს და რა როლი უკავია ამ პროცესებში საზოგადოების განწყობებსა და გენდერულ სტერეოტიპებს?
- Facebook live-ის საშუელებით ჩინარა კოჯაევა გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას და მასთან ერთად განვიხილავთ საქართველოში ბავშვთა იძულებით ქორწინებასთან დაკავშირებულ რეალობას.