ტრავმა და საზოგადოება:

 
 
🗓️ 2023 წლის 27-28 აპრილს გეპატიჟებით ნატალია ზაზაშვილის სახელობის ყოველწლიურ, რიგით მე-10 საერთაშორისო კონფერენციაზე – ტრავმა და საზოგადოება: მედეგობა და გამკლავება მასობრივი კრიზისების დროს.
Საიუბილეო კონფერენცია ეძღვნება ევროპის ტრავმული სტრესის შემსწავლელი საზოგადოების (ESTSS) 30 წლის და საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოების (GSP) 15 წლის იუბილეს.
Საკვანძო მოხსენებებს, პანელურ დისკუსიებს, სიმპოზიუმებს, ვორკშოფებს, კვლევითი და კლინიკური პრაქტიკის ამსახველ მოხსენებებს ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად გაუძღვებიან მოწვეული საერთაშორისო სტუმრები.
 
 Წლევანდელი კონფერენციის საკვანძო მომხსენებლები არიან:
  • ჯორჯ ბონანო – კოლუმბიის უნივერსიტეტის კლინიკური ფსიქოლოგიის პროფესორი, მოხსენებით “ტრავმა, მოქნილობა და მედეგობის პარადოქსი”
  • Ნინო მახაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მოხსენებით „რა არის ტრანსდიაგნოსტიკური მიდგომა – ახალგაზრდათა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისის მაგალითი“
 
 კონფერენციის ვორკშოფებს გაუძღვებიან:
  • ჯორჯ ბონანო – თემით “თვითრეგულირების მოქნილობის გაძლიერება”.
  • დომინიკ მერფი – ბრიტანეთის ტრავმული სტრესის შემსწავლელი საზოგადოების პრეზიდენტი, თემით “მორალური ზიანის გაგება და მკურნალობის გზები”.
 
კონფერენციის პლენარული სიმპოზიუმი მიეძღვნება ფსიქიკური ჯანმრთელობის მტკიცებულებითი სერვისების განვითარების თემას. Სიმპოზიუმს გაუძღვება ჯანა ჯავახიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. Სიმპოზიუმის მონაწილეები არიან: ნანა აღაპიშვილი, ანა პაპავა, ანა ჯანიკაშვილი.
 
კონფერენციის ინტერდისციპლინური პანელური დისკუსია მიეძღვნება Პროტესტის ფენომენოლოგიას საქართველოს უახლეს ისტორიაში – პროტესტი როგორც კოლექტიური მედეგობის გამოვლინება და გამკლავება, მისი ევოლუცია და მრავალფეროვნება. Პანელს გაუძღვება ლელა ცისკარიშვილი, საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოების პრეზიდენტი. Პანელის მონაწილეები არიან: გიგა ზედანია, მაია ცირამუა, თამარ ჯაყელი, ირაკლი ხვადაგიანი, ნინო დანელია.
 
კონფერენციაზე დასწრება თავისუფალია.
 
Მოწვეული სტუმრების ვორკშოფები კი ღიაა მხოლოდ საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოების აქტიური წევრებისთვის.
 
Საზოგადოებაში გაწევრიანების სურვილის შემთხვევაში, მიმართეთ საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოების სამდივნოს შემდეგ მისამართზე: georgiansocietyforpsychotrauma@gmail.com
 
კონფერენციის ადგილმდებარეობა:
 
📅 დრო: 27 აპრილი, 11:00 საათი

📍 ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32;

📅 დრო: 28 აპრილი, 11:00 საათი
📍 ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსის T102 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5.
 
კონფერენციის ორგანიზატორები არიან:
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურს ცენტრი
  • საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება
  • წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი – GCRT
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქტოლოგიის ინსტიტუტი
  • ფონდი გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – GIP