ციფრული უსაფრთოხება
იმისათვის, რომ შენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომა სხვამ არ მოიპოვოს,
ციფრულ სამყაროში გარკვეული წესები, ე.წ. კიბერ-ჰიგიენა უნდა დაიცვა.
პაროლები და უსაფრთხოების კოდები
1. დააყენე უსაფრთხოების კოდები და პაროლები ელექტრონულ მოწყობილობებზე, აპლიკაციებზე. (განსაკუთრებით ისეთებზე, რომელშიც შენი პირადი მონაცემები ინახება).
2. შეარჩიე რთული პაროლები. ეცადე ყველგან ერთი და იგივე პაროლი არ გამოიყენო.
3. დააყენე ორმაგი ვერიფიკაცია (მობილურით/ელექტრონული ფოსტით).
4. არ დაიმახსოვრო პაროლები ინტერნეტ ბრაუზერში.
5. ნურავის გაუზიარებ პაროლს.
უსაფრთხოების კონტროლი
1. ერიდე სოციალურ ქსელებში უცხო მოწყობილობებიდან შესვლას.
ან შეცვალე პაროლი დაუყოვნებლივ.
2. ხშირად წაშალე პირადი მიმოწერები, ფოტოები ან გადაიტანე ისინი დაცულ საქაღალდეებში.
3. გააუქმე ანგარიშები, რომლებსაც აღარ იყენებ.
4. ერიდე საჯარო wi-fi-ის გამოყენებას.
5. ერიდე საჯარო გამოყენების მოწყობილობებში მეხსიერების ბარათის შეერთებას.
6. თუ მოწყობილობა დაგივირუსდა, დაუყოვნებლივ განაახლე სისტემა და ჩაიწერე სანდო ანტივირუსი.
საიტების და აპლიკაციების გამოყენება
1. არ გახსნა საეჭვო შინაარსის და აღწერის ბმულები, რეკლამები, მეილები.
2. არ შეავსო პირადი ინფორმაციის ველები საიტზე, სანამ მის სანდოობაში არ დარწმუნდები.
3. ეცადე არ გამოიყენო პირატული საიტები და გატეხილი აპლიკაციები.
4. საიტზე რეგისტრაციამდე, პროგრამის ან აპლიკაციის გადმოწერამდე, დარწმუნდი მათ სანდოობაში და გაეცანი მონაცემთა დაცვის პოლიტიკას.
5. განსაკუთრებით ერიდე რუსული დომეინის მქონე საიტებზე რეგისტრაციას და
ასეთი საიტებიდან ფაილების ჩამოტვირთვას.
.ru
.su
.com.ru
.spb.ru
.org.ge
.net.ru
.рф
.moscow
ფიშინგი (Phishing) – პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვებაა.
ხშირად მას ფინანსური თაღლითობის მიზნით მიმართავენ.
იმისთვის, რომ შენი ფინანსები დაცული იყოს:
არ დაიმახსოვრო საკრედიტო ბარათებისა და საბანკო ანგარიშების მონაცემები ინტერნეტ ბრაუზერში.
ონლაინ შოპინგის დაწყებამდე დარწმუნდი საიტის/აპლიკაციის სანდოობაში.
მოხსენი დამახსოვრებული ბარათები ანგარიშებიდან, რომლებსაც აღარ იყენებ.