GCRT სამუშაო საათები ორშ – პარ: 10.00 – 18.00         +995 032 2 22 0689

  • მთავარი
  • ვინ ვართ
    • ჩვენ შესახებ
  • რას ვაკეთებთ
    • საქმიანობა
    • პროექტები
    • აისი
  • სიახლეები
  • პუბლიკაციები
  • დაგვიკავშირდით
  • Ka
    • En
    • Ka
კონტაქტი
  • მთავარი
  • ვინ ვართ
    • ჩვენ შესახებ
  • რას ვაკეთებთ
    • საქმიანობა
    • პროექტები
    • აისი
  • სიახლეები
  • პუბლიკაციები
  • დაგვიკავშირდით
  • Ka
    • En
    • Ka
Logo White
  • მთავარი
  • ვინ ვართ
    • ჩვენ შესახებ
  • რას ვაკეთებთ
    • საქმიანობა
    • პროექტები
    • აისი
  • სიახლეები
  • პუბლიკაციები
  • დაგვიკავშირდით
  • Ka
    • En
    • Ka
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ
Home მულტიმედია სიახლეები ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ
სიახლეები
GCRT ივნისი 13, 2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

უკვე რამდენიმე კვირაა არ წყდება ხელისუფლების ოპონენტებზე და აქტივისტებზე ფიზიკური თავდასხმები, რაც “ქართული ოცნების” მიერ არის მართული. ხელისუფლება ვეღარ ახერხებს ქართველი ხალხის პროპაგანდით დამორჩილებას და, ხალხზე გაბრაზებული, მათ ფიზიკურად უსწორდება.

უკვე მეორე თვეა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები ძალადობას ახალისებენ საჯარო განცხადებებით, მათზე დაქვემდებარებული არაფორმალური ჯგუფები კი ურეკავენ, აგინებენ, ემუქრებიან, ოფისებს და საცხოვრისებს ამახინჯებენ და ჩვენს მოქალაქეებზე ძალადობენ. ნიშანდობლივია, რომ ამ საქმეებს არავინ იძიებს; სამართალდამცავმა ორგანოებმა დაკარგეს მათი კონსტიტუციური ფუნქცია და ხელისუფლების ხელში პოლიტიკური რეპრესიების ინსტრუმენტად იქცნენ.

გუშინ კიდევ ერთი ასეთი ფაქტის მომსწრე გავხდით: პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სახელობითად მოიხსენია ზუკა ბერძენიშვილი თავის განცხადებაში და ერთ საათში აქტივისტს ფიზიკურად თავს დაესხნენ.

ჩვენ ვგმობთ ძალადობის ყველა ფაქტს, რომელსაც ხელისუფლება ჩადის ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ვახდენთ მათ დოკუმენტირებას და გვწამს, რომ არც თუ შორია დრო, როდესაც ამ ფაქტებზე სამართლიანი გამოძიება ჩატარდება და ძალადობის დამკვეთები და შემსრულებლები დაისჯებიან.

ხელისუფლებას თავად არის ამ ძალადობის დამკვეთი. ოლიგარქის რეჟიმი საერთო ენას ვეღარ პოულობს მოქალაქეებთან და ძალადობით ცდილობს საკუთარი სისუსტის გადაფარვას.

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელსაც ხელისუფლება თავს ესხმის და მადლობას ვუხდით მათ ღირსეული სამოქალაქო პოზიციისთვის.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

დემოკრატიის მცველები

უფლებები საქართველო

მწვანე ალტერნატივა

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

სამოქალაქო იდეა

საფარი

სამოქალაქო საზოგადოების ფონდი

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

ევროპულ-ქართული ინსტიტუტი

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

საქართველოს მომავლის აკადემია

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საქართველოს სასამართლოს გუშაგი

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

თბილისი პრაიდი

აღმოსავლეთ ევროპული ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის

ადამიანის უფლებათა ცენტრი  (HRC)

განცხადება რუსული კანონი სამოქალაქო სექტორი
ჩემი თავის ორივე ნახევარიჩემი თავის ორივე ნახევარიივნისი 6, 2024
პროტესტისა და დაკავების დროს ძალის გადამეტებული გამოყენების, არასათანადო მოპყრობისა და წამების დოკუმენტირებისა და შეტყობინების ფორმაივნისი 17, 2024პროტესტისა და დაკავების დროს ძალის გადამეტებული გამოყენების, არასათანადო მოპყრობისა და წამების დოკუმენტირებისა და შეტყობინების ფორმა
  • ბლოგი
  • ვიდეო გალერეა
  • სიახლეები
Logo White

9 ვ. ანჯაფარიძის ქუჩა, თბილისი 0179

2 22 0689 / 2 29 39 12

სამუშაო საათები: ორშ. - პარ: 10.00 - 18.00  

სერვისები

ფსიქოლოგიური სერვისი

სამედიცინო სერვისი

სოციალური სერვისი

რეგიონული ოფისები

GCRT გორი

მისამართი: 6 სტალინის გამზირი, გორი 1400
ტელ: 599 412040
ელ-ფოსტა: gcrtgori@gmail.com

GCRT ქუთაისი

მისამართი: გოგებაშვილის ქ. 7
ტელ: 599104563
ელ-ფოსტა: panchulidzetea@yahoo.com