როგორ ამოვიცნოთ ტოქსიკური ურთიერთობა? როგორ ვიმოქმედოთ?
Ტოქსიკური ურთიერთობა საფრთხის შემცველი ურთიერთობაა, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს ჩვენს ფიზიკურ და ემოციურ კეთილდღეობაზე.
Ტოქსიკური ურთიერთობის დროს დიდია რისკი, რომ პარტნიორის მხრიდან უპატივცემულობა ფიზიკურ/სექსუალურ ძალადობაშიც გადაიზრდება, თუმცა ეს ყოველთვის არ ხდება.
ამის გამო ხშირად შეიძლება ვერც გავაცნობიეროთ, რომ ტოქსიკურ ანუ საფრთხის შემცველ ურთიერთობაში აღმოვჩნდით.
Როგორ მივხვდე, რომ ტოქსიკურ ურთიერთობაში ვარ?
Ტოქსიკური ურთიერთობის იდენტიფიცირებაში შემდეგი ნიშნები დაგეხმარება:
1. პარტნიორი იოლად კარგავს წონასწორობას და ინტენსიურად გამოხატავს საკუთარ ემოციებს.
2. Ამჩნევ, რომ შენ გარშემო ყველაფერი მას უკავშირდება და მისი კონტროლის ქვეშაა.
ვერ იღებ გადაწყვეტილებებს და ვერ გამოხატავ ემოციებს თავისუფლად.
3. Პარტნიორი ხშირად ეჭვიანობს და მუდამ მოითხოვს შენგან, ჩააბარო ანგარიში –
4. Ამჩნევ, რომ თავისუფლად ვეღარ უზიარებ განცდებს მეგობრებს, ახლობლებს ან სულაც, ყველა შემოგეცალა და იზოლაციაში აღმოჩნდი.
5. Პარტნიორი საჯაროდ ან პირისპირ ცდილობს დააკნინოს შენი მიღწევები, შელახოს შენი რეპუტაცია.
7. Პარტნიორი არ გაცდის ლაპარაკს.
ის Არ გეკამათება რეალური არგუმენტებით, გეუბნება, რომ მუდამ სისულელეებს ლაპარაკობ. Შენი თვითშეფასება კი დღითიდღე დაბლა ეშვება.
8. Პარტნიორი გიყენებს ბრალდებას ყოველ წვრილმანზე. ის მუდამ დანაშაულის განცდას გიჩენს. Ყველაფერი ყოველთვის შენი ბრალია. Ის კი პასუხისმგებლობას ყოველთვის გაურბის.
9. Გიჭირს პარტნიორის ქცევების პროგნოზირება. Ვერ ხვდები რა გაუხარდება ან რა ეწყინება. მუდამ უთანხმოების, აგრესიის მოლოდინში ხარ და დაძაბულობას განიცდი.
10. Ჩხუბის შემდეგ პარტნიორი ცდილობს გადამეტებული მზრუნველობით, საჩუქრებით შემოგირიგოს, მაგრამ შერიგებისთანავე ყველაფერი თავიდან იწყება.
Თუ ეს სიტუაციები ნაცნობია ან შენ ირგვლივ არიან ადამიანები, რომლებსაც ამჩნევ, რომ იგივე პრობლემები აწvუხებთ, ნიშნავს, რომ ისინი ტოქსიკურ ურთიერთობაში არიან.
გვახსოვდეს, რომ ემოციური ძალადობა იმაზე დიდი პრობლემაა, ვიდრე გვგონია!
Მას ჩვენი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება შეუძლია.
ვᲓისტანცირდეთ ტოქსიკური პარტნიორისგან და Შემოვიკრიბოთ ირგვლივ მხარდამჭერი ადამიანები!