GCRT სამუშაო საათები ორშ – პარ: 10.00 – 18.00         +995 032 2 22 0689

  • მთავარი
  • ვინ ვართ
    • ჩვენ შესახებ
  • რას ვაკეთებთ
    • საქმიანობა
    • პროექტები
    • აისი
  • სიახლეები
  • პუბლიკაციები
  • დაგვიკავშირდით
  • Ka
    • En
    • Ka
კონტაქტი
  • მთავარი
  • ვინ ვართ
    • ჩვენ შესახებ
  • რას ვაკეთებთ
    • საქმიანობა
    • პროექტები
    • აისი
  • სიახლეები
  • პუბლიკაციები
  • დაგვიკავშირდით
  • Ka
    • En
    • Ka
Logo White
  • მთავარი
  • ვინ ვართ
    • ჩვენ შესახებ
  • რას ვაკეთებთ
    • საქმიანობა
    • პროექტები
    • აისი
  • სიახლეები
  • პუბლიკაციები
  • დაგვიკავშირდით
  • Ka
    • En
    • Ka
ვიდეო გალერეა

სექსტინგი და მასთან დაკავშირებული რისკები

GCRT მაისი 1, 2023

სექსტინგი ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით ინტიმური შინაარსის მიმოწერას, სექსუალური შინაარსის ფოტოების, ვიდეოების, ხმოვანი შეტყობინებების გაზიარებას გულისხმობს.

შეიძლება სექსტინგი სახალისოდ მოგეჩვენოს, მაგრამ მას რეალური საფრთხეები ახლავს თან.
ამიტომ სანამ სხვა ადამიანს ციფრულად პირადი ცხოვრების ამსახველ მასალას გაუზიარებ, უნდა გაითვალისწინო:

სურვილი და გააზრება

1) გახსოვდეს, რომ მასალის გაზიარების მომენტშივე კარგავ კონტროლს იმაზე, თუ რა ბედი ელის მას მომავალში.
პირველ რიგში, გაიაზრე რისკი, რომ გაგზავნილი მასალა შენი შანტაჟის, იძულების ან შენზე შურისძიების იარაღად შეიძლება იქცეს.

2) არ გაგზავნო მსგავსი შინაარსის მასალა თუ არასრულწლოვანი ხარ!

3) არავის წინაშე გაკისრია ამის ვალდებულება.
ნუ გაგზავნი მასალას, თუ ეს გააზრებით არ გსურს.


სანდოობა
1) კარგად დაფიქრდი, რამდენად სანდოა ადრესატი.
ისიც გაითვალისწინე, რომ ხშირად ასეთ მასალას ყოფილი შეყვარებულები, პარტნიორები, მეუღლეები ავრცელებენ.
ამ ფენომენს ე.წ. revenge porn (შურისმაძიებელი პორნოგრაფია) ეწოდება და მისი მსხვერპლი მსოფლიოში მილიონობით გოგო და ქალია.

უსაფრთხოების კონტროლი

1) თუ მაინც გადაწყვეტ, რომ მსგავსი შინაარსის ფოტო ან ვიდეო გაგზავნო,
ეცადე შეუძლებელი იყოს შენი ამოცნობა – არ გამოაჩინო სახე, ტატუ, ხალი, იარა ან სხვა მაიდენტიფიცირებელი ნიშანი.
არ გადაიღო ისეთ ფონზე, რომელსაც შენი ნაცნობი მარტივად იცნობს.

2) გამოიყენე დაცული აპლიკაცია ან აპლიკაციის ფუნქცია, რისი საშუალებითაც ადრესატს არ ექნება შესაძლებლობა „დასქრინოს“ ან გადმოიწეროს შენ მიერ გაგზავნილი მასალა.

3) არ დაგავიწყდეს, რომ მასალა შეიძლება ადრესატისგან დამოუკიდებლადაც გავრცელდეს!  ამიტომ მოუფრთხილდი პერსონალურ ინფორმაციას და გააფრთხილე ადრესატიც, დაიცვას ციფრული უსაფრთხოების წესები.
  

ტრავმა და საზოგადოება: მედეგობა და გამკლავება მასობრივი კრიზისების დროსტრავმა და საზოგადოება: მედეგობა და გამკლავება მასობრივი კრიზისების დროსაპრილი 18, 2023
რა არის კიბერბულინგი? როგორ უნდა ვიმოქმედოთ?მაისი 8, 2023

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • ბლოგი
  • ვიდეო გალერეა
  • სიახლეები
Logo White

9 ვ. ანჯაფარიძის ქუჩა, თბილისი 0179

2 22 0689 / 2 29 39 12

სამუშაო საათები: ორშ. - პარ: 10.00 - 18.00  

სერვისები

ფსიქოლოგიური სერვისი

სამედიცინო სერვისი

სოციალური სერვისი

რეგიონული ოფისები

GCRT გორი

მისამართი: 6 სტალინის გამზირი, გორი 1400
ტელ: 599 412040
ელ-ფოსტა: gcrtgori@gmail.com

GCRT ქუთაისი

მისამართი: გოგებაშვილის ქ. 7
ტელ: 599104563
ელ-ფოსტა: panchulidzetea@yahoo.com