საჭირო რესურსები გენდერული ნიშნით ძალადობის გამოცდილების მქონე პირებისთვის
თუ გენდერული ნიშნით ძალადობას შევესწრებით ან თავად გამოვცდით, შეიძლება დავიბნეთ, არ ვიცოდეთ რა სახის დახმარება შეგვიძლია მივიღოთ ან ვის მივმართოთ ამისთვის.
დაიმახსოვრე ან გადმოწერე ეს ვიდეო, რადგან სწორედ იმ რესურსებს გაგიზიარებთ, რომელიც ამ კითხვებზე გაგცემს პასუხს.
თუ გამოგიცდია ოჯახში ძალადობა, გაუპატიურება ან გენდერული ნიშნით თავდასხმა, შეგიძლია ჩვენს ორგანიზაციას – GCRT-ს Უფასო ფსიქოლოგიური, სოციალური და სამედიცინო სერვისებისთვის მიმართო.
ცხელი ხაზი:
+995 577 22 68 68;
+995 577 12 68 68
უფასო იურიდიულ მომსახურებას გაგიწევენ ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები -”საფარი” (599407603) და “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (0322 33 13 56) თუკი გაქვს:
ოჯახში ძალადობის,
გაუპატიურების,
სექსუალური შევიწროების,
სამუშაო სივრცეში Სექსუალური შევიწროების გამოცდილება.
თუ სამსახურში სექსუალურ შევიწროებას შეესწარი ან თავად გამოსცადე შეგიძლია ასევე დაუკავშირდე.
Შრომის ინსპექციას – 15 05
და
სახალხო დამცველის აპარატს – 14 81
ოჯახში ძალადობის გამოცდილების მქონე პირებისთვის ფუნქციონირებს საკონსულტაციო ცხელი ხაზი 116 006
Საგანგებო და გადაუდებელი დახმარებისთვის კი დარეკეთ 112-ში.
თუ გენდერული ნიშნით ჩადენილი კიბერ დანაშაულის მსხვერპლი ხარ:
უკანონოდ მოიპოვეს შენი პირადი ინფორმაცია;
უნებართვოდ გივრცელებენ პირადი ცხოვრების ამსახველ მასალას ან გაშანტაჟებენ გავრცელებით; გემუქრებიან ფიზიკური ანგარიშსწორებით.
შეგიძლია დაუკავშირდე 112-ს
ან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კიბერდანაშაულების დეპარტამენტს
2 41 12 96
იურიდიული დახმარებისთვის შეგიძლია მიმართო ორგანიზაცია “საფარს”.
თუ ლესბოსელი, ბისექსუალი ან ტრანსგენდერი ქალი ხარ და გაინტერესებს რა სერვისების მიღება შეგიძლია, დაუკავშირდი:
„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფს – WISG“ (595190303)
ორგანიზაციას “თემიდა” (555958116)
ან “თანასწორობის მოძრაობას” (0322 47 97 48)
Მეტი უსაფრთხოებისთვის გადმოწერე აპლიკაცია SAFE YOU .
სხვა მნიშვნელოვანი საინფორმაციო ვიდეოების სანახავად გამოიწერე GCRT-ის ციფრული არხები ფეისბუქზე, ინსტაგრამზე, იუთუბსა და ტიკტოკზე.