GCRT სამუშაო საათები ორშ – პარ: 10.00 – 18.00         +995 032 2 22 0689

  • მთავარი
  • ვინ ვართ
    • ჩვენ შესახებ
  • რას ვაკეთებთ
    • საქმიანობა
    • პროექტები
    • აისი
  • სიახლეები
  • პუბლიკაციები
  • დაგვიკავშირდით
  • Ka
    • En
    • Ka
კონტაქტი
  • მთავარი
  • ვინ ვართ
    • ჩვენ შესახებ
  • რას ვაკეთებთ
    • საქმიანობა
    • პროექტები
    • აისი
  • სიახლეები
  • პუბლიკაციები
  • დაგვიკავშირდით
  • Ka
    • En
    • Ka
Logo White
  • მთავარი
  • ვინ ვართ
    • ჩვენ შესახებ
  • რას ვაკეთებთ
    • საქმიანობა
    • პროექტები
    • აისი
  • სიახლეები
  • პუბლიკაციები
  • დაგვიკავშირდით
  • Ka
    • En
    • Ka
სიახლეები
GCRT ივნისი 3, 2023

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ვეხმიანებით უფლებადამცველების დაკავების ფაქტებს

ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს პარლამენტთან დაკავებულ უფლებადამცველებს, რომლებიც გაბედულად იბრძვიან გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი შეზღუდვების წინააღმდეგ. ამ ღამით პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სრულიად თვითნებურად, უკანონოდ და მკვეთრად აგრესიული მანერით დააკავა მშვიდობიანი შეკრების 7 მონაწილე. დაკავებულთა შორის არიან ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის იურისტი – შოთა თუთბერიძე (ამჟამად გათავისუფლებულია ხელწერილის საფუძველზე), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე – ედუარდ მარიკაშვილი, ღია საზოგადოების ფონდის თანამშრომელი – საბა ბრაჭველი, აქტივისტი – ნიკა რომანაძე და სხვები.
 

შემაშფოთებელია, რომ ქართული საზოგადოება ხდება ამგვარი ნეგატიური ტენდენციის მოწმე, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს და,  ფაქტობრივად, არარად აცხადებს გამოხატვის თავისუფლების ძირითად უფლებას. ადმინისტრაციული დაკავებების თვითნებური  პრაქტიკით კი სისტემა ცდილობს საპოლიციო კონტროლს დაუქვემდებაროს მშვიდობიანი შეკრების მონაწილეები და ორგანიზატორები, რაც მოქალაქეების თვითორგანიზების დასუსტებას, საზოგადოების დაშინებასა და აქტივისტების შევიწროებას ისახავს მიზნად.  
 

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყონებლივ გაათავისუფლოს დაკავებულები და შეწყვიტოს უკანონო დაკავებების პრაქტიკა; 

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს –  შეისწავლოს მშვიდობიანი აქტივისტების უკანონო დაკავების და სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები;

საქართველოს სახალხო დამცველს, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელს, იმოქმედოს მისი მანდატით გათვალისწინებული მექანიზმებით და, მათ შორის, განახორციელოს შეკრების და გამოხატვის თავისუფლების, დაკავებულთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგი ადგილზე;

Საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას – გამოეხმაუროს ადვოკატების უფლებადარღვევების შემთხვევებს. 

ხელმომწერი ორგანიზაციები: 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საქართველოს სასამართლოს გუშაგი

დემოკრატიის მცველები

სოციალური სამართლიანობის ცენტრი 

სალამი

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

ღია საზოგადოების ფონდი

ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო

საერთაშორისო- გამჭვირვალობა საქართველო

მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)

უფლებები საქართველო

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

მედიაომბუდსმენი

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

ქალთა ინიციატივების მხარდამჭრი ჯგუფი, WISG

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალურო და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი -GCRT

მედიის განვითარების ფონდი

საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი

ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი

განცხადება ნინო წილოსანის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეობიდან გადადგომის მოთხოვნითგანცხადება ნინო წილოსანის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეობიდან გადადგომის მოთხოვნითივნისი 2, 2023
რა არის პირადი საზღვრები და რატომ გვჭირდება ის?ივნისი 8, 2023
  • ბლოგი
  • ვიდეო გალერეა
  • სიახლეები
Logo White

9 ვ. ანჯაფარიძის ქუჩა, თბილისი 0179

2 22 0689 / 2 29 39 12

სამუშაო საათები: ორშ. - პარ: 10.00 - 18.00  

სერვისები

ფსიქოლოგიური სერვისი

სამედიცინო სერვისი

სოციალური სერვისი

რეგიონული ოფისები

GCRT გორი

მისამართი: 6 სტალინის გამზირი, გორი 1400
ტელ: 599 412040
ელ-ფოსტა: gcrtgori@gmail.com

GCRT ქუთაისი

მისამართი: გოგებაშვილის ქ. 7
ტელ: 599104563
ელ-ფოსტა: panchulidzetea@yahoo.com