GCRT სამუშაო საათები ორშ – პარ: 10.00 – 18.00         +995 032 2 22 0689

  • მთავარი
  • ვინ ვართ
    • ჩვენ შესახებ
  • რას ვაკეთებთ
    • საქმიანობა
    • პროექტები
    • აისი
  • სიახლეები
  • პუბლიკაციები
  • დაგვიკავშირდით
  • Ka
    • En
    • Ka
კონტაქტი
  • მთავარი
  • ვინ ვართ
    • ჩვენ შესახებ
  • რას ვაკეთებთ
    • საქმიანობა
    • პროექტები
    • აისი
  • სიახლეები
  • პუბლიკაციები
  • დაგვიკავშირდით
  • Ka
    • En
    • Ka
Logo White
  • მთავარი
  • ვინ ვართ
    • ჩვენ შესახებ
  • რას ვაკეთებთ
    • საქმიანობა
    • პროექტები
    • აისი
  • სიახლეები
  • პუბლიკაციები
  • დაგვიკავშირდით
  • Ka
    • En
    • Ka
სიახლეები
GCRT ივლისი 18, 2022

საგრანტო კონკურსი ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისათვის

„წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)” პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: კავშირი „საფარი“, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“, „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება“, „არტარეა“ და „ქალთა ფონდი საქართველოში“ ახორციელებს პროექტს „გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის ხელშეწყობა“. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

პროექტის ფარგლებში  „ქალთა ფონდი საქართველოში“ აცხადებს საგრანტო კონკურსს „ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია“. კონკურსი მიზნად ისახავს ოჯახში და გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრას.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქალთა საკითხებზე მომუშავე:

  • საქართველოში რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს;
  • საინიციატივო ჯგუფებს.

განმცხადებლებს, სასურველია, სამუშაო გამოცდილება ჰქონდეთ შემდეგი მიმართულებებით:

  • გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობა;
  • ქალთა უფლებები;
  • სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები;
  • ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა უფლებები;
  • ლგბტქი+ პირები;
  • დევნილი ქალები;
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალები;
  • პირობითი მსჯავრდებული ქალები;
  • და სხვ.

შესაძლო აქტივობები:

  • ინიციატივები, რომლებიც გულისხმობს ქალთა უფლებების დაცვას, ადვოკატირებასა და ლობირებას;
  • სერვისების უზრუნველყოფას;
  • საკანონმდებლო ინიციატივებს, ქალთა და ლგბტქი+ პირთა უფლებების დარღვევის დოკუმენტირებას;
  • კანონებისა და კონვენციების შესრულების მონიტორინგს;
  • მსხვერპლთა მხარდამჭერ პროგრამებს;
  • პრევენციული მექანიზმების შემუშავებას/განხორციელებას;
  • გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას (ციფრული უსაფრთხოების ჩათვლით);
  • ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას.

პრიორიტეტი მიენიჭება შემდეგ საპროექტო განაცხადებს:

  • რომელთა სამიზნე რეგიონს წარმოადგენს: კახეთი, რაჭა-ლეჩხუმი – ქვემო სვანეთი, იმერეთი და ქვემო ქართლი;
  • რომელთა მიზანიცაა პრობლემის როგორც ადგილობრივ, ისე მუნიციპალურ დონეზე გადაჭრის გზების იდენთიფიცირება.

საგრანტო თანხის მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 10 000 ევროს.

პროექტის განხორციელების მინიმალური ვადა ექვსი, ხოლო მაქსიმალური ათი თვეა.

საპროექტო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 20 აგვისტო, 18.00 საათი.

გთხოვთ, საპროექტო განაცხადები გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე:

grants@womenfundgeorgia.org

გისურვებთ წარმატებას!

კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: Nino@womenfundgeorgia.org

როგორ ვიქცევით თუ ვხედავთ, რომ ჩვენს თანატოლს ჩაგრავენ?აგვისტო 9, 2019
რუსული კანონი გვაკარგვინებს ევროკავშირსმარტი 2, 2023რუსული კანონი გვაკარგვინებს ევროკავშირს
  • ბლოგი
  • ვიდეო გალერეა
  • სიახლეები
Logo White

9 ვ. ანჯაფარიძის ქუჩა, თბილისი 0179

2 22 0689 / 2 29 39 12

სამუშაო საათები: ორშ. - პარ: 10.00 - 18.00  

სერვისები

ფსიქოლოგიური სერვისი

სამედიცინო სერვისი

სოციალური სერვისი

რეგიონული ოფისები

GCRT გორი

მისამართი: 6 სტალინის გამზირი, გორი 1400
ტელ: 599 412040
ელ-ფოსტა: gcrtgori@gmail.com

GCRT ქუთაისი

მისამართი: გოგებაშვილის ქ. 7
ტელ: 599104563
ელ-ფოსტა: panchulidzetea@yahoo.com