რა არის პირადი საზღვრები და რატომ გვჭირდება ის?
Რა არის პირადი საზღვრები და რატომ გვჭირდება ის?
საკუთარ თავთან და გარესამყაროსთან ჰარმონიული ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის პირადი სივრცის განცდა აუცილებელი წინაპირობაა.
არსებობს:
- Ფიზიკური
- Ემოციური
- Სექსუალური
- ვირტუალური
- დროის საზღვრები
Პირადი საზღვარი ის უხილავია ხაზია, რომელიც განსაზღვრავს თუ ვინ ვართ, როგორც ინდივიდი და როგორი ტიპის ურთიერთობას ვირჩევთ გარე სამყაროსთან.
საზღვრების გავლება იმის გამოსარკვევად გვჭირდება თუ რისი მიღება გვსურს გარე სამყაროსგან, რა გვიქმნის დისკომფორტს და რა არის ჩვენთვის საფრთხის შემცველი.
საზღვრების დასადგენად საკუთარ თავს შემდეგი კითხვები უნდა დავუსვათ:
- Ვისთან და რამდენად ახლო ემოციური კავშირი მინდა მქონდეს?
- Ვინ და როდის მინდა შემოვუშვა ჩემს ფიზიკურ სივრცეში?
- Რისი გაზიარება მინდა ან არ მინდა ვირტუალურად?
- Როგორი მინდა იყოს ჩემი სექსუალური ცხოვრება?
Რას ველი სექსუალური პარტნიორისგან და რა არის ჩემთვის არასასრუველი?
- Რაში მინდა ან არ მინდა დროის ინვესტირება?
Საზღვრები და თანხმობა
Პირადი საზღვრების გადმოსალახად ნებისმიერ ადამიანს ჭირდება ჩვენგან მკაფიო თანხმობა.
Თანხმობის აუცილებლობის გააზრება პოტენციური ძალადობის პრევენციაშიც გვეხმარება.
Შეგვიძლია მარტივად შევნიშნოთ ე.წ. წითელი დროშები, რაც გვეხმარება პოტენციური ძალადობის შემთხვევის იდენტიფიცირებაში, Თუკი ვგრძნობთ და ვხედავთ, რომ:
- Დაუკითხავად იჭრებიან ჩვენს პირად სივრცეში
- Არ ცდილობენ ჩვენს სურვილებში გამორკვევას
- Არ გვთხოვენ ნებართვას და არ ელოდებიან ჩვენგან თანხმობას.
- ახდენენ ზეწოლას ან მიმართავენ მანიპულაციას Თანხმობის მოსაპოვებლად.
Ან სხვა მსგავსი მეთოდებით ცდილობენ შემოიჭრან ჩვენს Ემოციურ, Ვირტუალურ, ფიზიკურ თუ სექსუალურ საზღვრებში.
Გახსოვდეს, რომ პირადი სივრცის განცდა ყველას ჭირდება.
Პატივი ეცი გარშემომყოფების საზღვრებს და ნუ მოგერიდება დაიცვა საკუთარი!