GCRT სამუშაო საათები ორშ – პარ: 10.00 – 18.00         +995 032 2 22 0689

  • მთავარი
  • ვინ ვართ
    • ჩვენ შესახებ
  • რას ვაკეთებთ
    • საქმიანობა
    • პროექტები
    • აისი
  • სიახლეები
  • პუბლიკაციები
  • დაგვიკავშირდით
  • Ka
    • En
    • Ka
კონტაქტი
  • მთავარი
  • ვინ ვართ
    • ჩვენ შესახებ
  • რას ვაკეთებთ
    • საქმიანობა
    • პროექტები
    • აისი
  • სიახლეები
  • პუბლიკაციები
  • დაგვიკავშირდით
  • Ka
    • En
    • Ka
Logo White
  • მთავარი
  • ვინ ვართ
    • ჩვენ შესახებ
  • რას ვაკეთებთ
    • საქმიანობა
    • პროექტები
    • აისი
  • სიახლეები
  • პუბლიკაციები
  • დაგვიკავშირდით
  • Ka
    • En
    • Ka
მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს
Home მულტიმედია სიახლეები მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს
სიახლეები
GCRT ივლისი 4, 2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

2024 წლის 27 ივნისს გამართულმა ევროპულმა საბჭომ, რომელიც ევროკავშირის 27 წევრი
ქვეყნის ლიდერს აერთიანებს, საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებსა და დემოკრატიულ რეგრესზე სერიოზული წუხილი გამოხატა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების შეფასებით, რუსული კანონის მიღება გასულ წელს ევროკომისიის მიერსაქართველოსთვის მიცემული 9 ნაბიჯის შესრულების პროცესში ცალსახა უკუსვლაა.

9 ნაბიჯის შესრულება ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებასთან ერთად, ევროპულ კავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობას წარმოადგენს.
ევროპულმა საბჭომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, სიცხადე შეიტანოს თავის
განზრახვებში აღებული კურსის შეცვლის გზით, რაკი ეს საფრთხის წინაშე აყენებს
საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და „გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო
შეჩერებას გამოიწვევს”. ამასთან, ევროპულმა საბჭომ ხელისუფლებას მოუწოდა, 2024 წლის
შემოდგომაზე უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და
დაასრულოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების,
სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ წარმოებული ფიზიკური
თავდასხმები, დაშინებები და მუქარა.


ევროკომისია შემოდგომაზე წარმოადგენს გაფართოების მორიგ ანგარიშს, რომელშიც სხვა
საკითხებთან ერთად შეფასებული იქნება საქართველოს მიერ ევროკომისიის მხრიდან
განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულება.


საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაყინვის საფრთხე რეალურია, რასაც ასევე ადასტურებს ევროკავშირისა და მისი წევრი-სახელმწიფოების მაღალი თანამდებობის პირთა მიერ გაკეთებული განცხადებები. აღნიშნულის შემთხვევაში, ევროპული კავშირის ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას.


ზემოხსენებულიდან გამომდინარე, გვსურს კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ხელისუფლებას:

  • გაიწვიოს რუსული კანონი და სხვა საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც
    ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებს და ღირებულებებს;
  • არ აღუდგეს წინ საქართველოს მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობის ნებას, გახდეს
    ევროპული ოჯახის წევრი, და გაუფრთხილდეს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ
    თითოეულ მონაპოვარს;
  • შეასრულოს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი.

ხელმომწერები:

  1. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  2. აღმოსავლეთევროპული ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის
  3. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  4. დემოკრატიის მცველები
  5. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
  6. თბილისი პრაიდი
  7. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  8. მწვანე ალტერნატივა
  9. სამართლიანი არჩევნები (ISFED)
  10. სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
  11. სასამართლოს გუშაგი
  12. საფარი
  13. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
  14. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  15. საქართველოს ევროპული ორბიტა
  16. საქართველოს მომავლის აკადემია
  17. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  18. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
  19. უფლებები საქართველო
  20. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
  21. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი
  22. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
განცხაება საგარეო კურსი სამოქალაქო ორგანიზაციები
ხარკი ველურ პირობებშიხარკი ველურ პირობებშიივლისი 1, 2024
ოთახი, რომელიც კაფსულად იქცევაივლისი 9, 2024ოთახი, რომელიც კაფსულად იქცევა
  • ბლოგი
  • ვიდეო გალერეა
  • სიახლეები
Logo White

9 ვ. ანჯაფარიძის ქუჩა, თბილისი 0179

2 22 0689 / 2 29 39 12

სამუშაო საათები: ორშ. - პარ: 10.00 - 18.00  

სერვისები

ფსიქოლოგიური სერვისი

სამედიცინო სერვისი

სოციალური სერვისი

რეგიონული ოფისები

GCRT გორი

მისამართი: 6 სტალინის გამზირი, გორი 1400
ტელ: 599 412040
ელ-ფოსტა: gcrtgori@gmail.com

GCRT ქუთაისი

მისამართი: გოგებაშვილის ქ. 7
ტელ: 599104563
ელ-ფოსტა: panchulidzetea@yahoo.com