რა არის კიბერბულინგი? როგორ უნდა ვიმოქმედოთ?
სიტყვაც გვეუბნება, რომ ლაპარაკია ჩაგვრაზე, თუმცა ჩვეულებრივი ბულინგისგან განსხვავებით, კიბერბულინგი ციფრულ სივრცეში ხდება.
მას განმეორებითი ხასიათი აქვს.
მჩაგვრელი შეიძლება:
1. ჩვენ მიმართ შეურაცხმყოფელ, დამამცირებელ, დისკრიმინაციულ ენას იყენებდეს.
2. გვავიწროებდეს.
3. მიზანმიმართულად გვრიყავდეს გარკვეული ჯგუფიდან.
4. გვაშანტაჟებდეს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებით ან ავრცელებდეს მას.
Რა გავლენა აქვს კიბერბულინგს ჩვენს ჯანმრთელობაზე?
კიბერბულინგმა შესაძლოა, როგორც ფიზიკურ ისე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე იქონიოს გავლენა და გამოიწვიოს:
- სტრესი
- შფოთვები
- სიმარტოვის განცდა განცდა
- იზოლაციის გაზრდილი მოთხოვნილება
- კონცენტრაციის დაქვეითება
- ტკივილები მუცლის არეში
- ძილის დარღვევები
- კვებითი დარღვევები
Როგორ ავირიდოთ თავიდან კიბერბულინგი?
თუ გრძნობ, რომ კიბერბულინგის მიმართ ემოციურად მოწყვლადი ხარ:
- შეზღუდე შენი სოციალური ქსელების ანგარიშების საჯაროობა. გაუზიარე სიახლეები მხოლოდ მეგობრებს.
- შეზღუდე შემომავალი შეტყობინებები, კომენტარები საჯარო აქტივობებზე.
- მოერიდე უცხო ადამიანების მეგობრებში დამატებას და მათთან მიმოწერაში შესვლას.
- ნუ გაუზიარებ პირად ინფორმაციას ან ფოტო/ვიდეო მასალას ინტერნეტით ადამიანს, სანამ მის სანდოობაში არ დარწმუნდები.· დააყენე და გააკონტროლე მოწყობილობებისა და აპლიკაციების გამოყენების დროის ლიმიტები.
Როგორ გავუმკლავდეთ?
1. ეცადე არ უპასუხო მჩაგვრელს. წაშალე ან დაბლოკე ის.
2. შეინახე ჩაგვრის დამადასტურებელი მასალა, რომელიც შესაძლოა სამართლებრივი დავის შემთხვევაში გამოგადგეს.
3. თუ არასრულწლოვანი ხარ, აუცილებლად ესაუბრე სანდო უფროს ადამიანს მომხდარის და შენი განცდების შესახებ.
4. თუ ემოციების დამოუკიდებლად რეგულირებას ვერ ახერხებ, მიმართე ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტს.
ქეთფიშინგი Catfishing
ქეთფიშინგი – ციფრულ სივრცეში თავის სხვა პიროვნებად გასაღებაა, მისი იდენტობის/ფოტოების მისაკუთრებით.
ამ მეთოდს, ძირითადად, ფულის თაღლითური გამოძალვისთვის ან
გასაცნობ საიტებზე რეგისტრაციისთვის იყენებენ.
იმისთვვის, რომ catfishing-ის მსხვერპლი არ გახდე, ერიდე უცხო ადამიანებთან მიმოწერაში შესვლას ან დარწმუნდი მათი იდენტობის სინამდვილესა და სანდოობაში.