GCRT სამუშაო საათები ორშ – პარ: 10.00 – 18.00         +995 032 2 22 0689

  • მთავარი
  • ვინ ვართ
    • ჩვენ შესახებ
  • რას ვაკეთებთ
    • საქმიანობა
      • პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა
    • პროექტები
    • აისი
  • სიახლეები
  • პუბლიკაციები
  • დაგვიკავშირდით
  • Ka
    • En
    • Ka
კონტაქტი
  • მთავარი
  • ვინ ვართ
    • ჩვენ შესახებ
  • რას ვაკეთებთ
    • საქმიანობა
      • პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა
    • პროექტები
    • აისი
  • სიახლეები
  • პუბლიკაციები
  • დაგვიკავშირდით
  • Ka
    • En
    • Ka
Logo White
  • მთავარი
  • ვინ ვართ
    • ჩვენ შესახებ
  • რას ვაკეთებთ
    • საქმიანობა
      • პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა
    • პროექტები
    • აისი
  • სიახლეები
  • პუბლიკაციები
  • დაგვიკავშირდით
  • Ka
    • En
    • Ka
ერთობლივი განცხადება საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრის შექმნასთან დაკავშირებით
Home მულტიმედია სიახლეები ერთობლივი განცხადება საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრის შექმნასთან დაკავშირებით
სიახლეები
GCRT დეკემბერი 22, 2025

ერთობლივი განცხადება საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრის შექმნასთან დაკავშირებით

ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, რომლებიც ვმუშაობთ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები და ადამიანის უფლებათა ექსპერტები, გამოვთქვამთ უკიდურეს შეშფოთებას საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების გამო. ეს ცვლილებები ითვალისწინებს 2026 წლის 1 მაისამდე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა ეროვნული რეესტრის შექმნას. რეესტრი უნდა ჩამოყალიბდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს აქტიური მონაწილეობით, რაც სამართალდამცავ ორგანოებს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ განსაკუთრებით სენსიტიურ მონაცემებზე  აძლევს  წვდომას.

2025 წელს მიღებულ ცვლილებებს გავლენა ექნება არაერთ კანონზე, მათ შორის კანონებზე „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“, რაც გულისხმობს ავტორიტარული მმართველობისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს.

ხელისუფლების მიერ საზოგადოებრივი უსაფრთხოების გაძლიერების მცდელობად გასაღებული ეს ცვლილებები, სინამდვილეში, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში გაუმართლებელი ჩარევაა და ქმნის ნიადაგს დისკრიმინაციის, სტიგმატიზაციისა და საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ცხოვრებიდან გარიყვისათვის, რასაც ამწვავებს სენსიტიურ მონაცემებზე უნებართვო წვდომის რისკი.

აღნიშნული ცვლილებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან, გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციასთან“ (CRPD) და სხვა საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებთან შეუსაბამობის გამო, რომელთა დაცვაც საქართველოსთვის სავალდებულოა. როგორც CRPD-ის მონაწილე სახელმწიფო, საქართველო იურიდიულად ვალდებულია ფსიქოსოციალური საჭიროებების მქონე პირების  უფლებების დაცვა ისევე უზრუნველყოს, როგორც ყველა სხვა ადამიანის

კერძოდ, აღნიშნული ცვლილებები  სხვა საკითხებთან ერთად, შემდეგ მუხლებთან არის შეუსაბამო: 

  • მუხლი 22 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) ავალდებულებს მონაწილე სახელმწიფოებს, დაიცვან პერსონალური მონაცემების, ჯანმრთელობისა და რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობა;
  • მუხლი 25 (ჯანმრთელობა), რომელიც სახელმწიფოებს  ავალდებულებს, უზრუნველყონ სამედიცინო მომსახურების მიწოდება თავისუფალი და ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე;
  • მუხლი 5 (თანასწორობა და დისკრიმინაციის აკრძალვა) კრძალავს ნებისმიერ განსხვავებას, გამორიცხვას ან შეზღუდვას შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით, რომლის მიზანი ან შედეგია სხვებთან თანაბარ საფუძველზე უფლებების აღიარების, სარგებლობის ან განხორციელების ხელყოფა ან გაუქმება.

აღნიშნულმა რეესტრმა შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ადამიანის უფლებათა ფართო სპექტრს. მათ შორის: პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცვის უფლებას, თანასწორობის უფლებას, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებას, შრომის უფლებასა და ჯანმრთელობის უფლებას. ამგვარი ჩარევა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამოა და შეუძლებელია ჩაითვალოს აუცილებელ, პროპორციულ ან გამართლებულ ნაბიჯად დემოკრატიულ საზოგადოებაში.

მყისიერი შედეგები მძიმეა: პოლიციის მხრიდან აღრიცხვისა და მონიტორინგის შიში აიძულებს ადამინებს, უარი თქვან აუცილებელი ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული დახმარების ძიებაზე. ეს გამოიწვევს დახმარების მიღების (სერვისებით სარგებლობის)  სურვილის  მკვეთრ შემცირებას, მკურნალობის გარეშე დარჩენილი ადამიანების რაოდენობის, მკურნალობის ხელმისაწვდომობის ღიობის გაფართოებასა და მოსახლეობის ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გაუარესებას. სენსიტიური პერსონალური ინფორმაციის ცენტრალიზება და მასზე სამართალდამცავი უწყების წვდომა მკვეთრად ზრდის მონაცემთა გაჟონვის, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ამ ჩანაწერების დისკრიმინაციული მიზნებით გამოყენების რისკს.

განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ამ ცვლილებების შემუშავებისა და მიღების პროცესში კონსულტაციების ნაკლებობა. ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს სპეციალისტები, სერვისით მოსარგებლეები, პროფესიული ასოციაციები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები თუ დამოუკიდებელი ექსპერტები გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულები არ ყოფილან. 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის პერსპექტივიდან, ამ კანონმდებლობის მოსალოდნელი შედეგები უკიდურესად საგანგაშოა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, მსოფლიოში ყოველი შვიდი ადამიანიდან ერთს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ხოლო შფოთვითი და დეპრესიული აშლილობების მაჩვენებელი ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა — განსაკუთრებით ისეთ გარემოში, რომელიც პოლიტიკური არასტაბილურობით, სოციალური სტრესითა და ეკონომიკური დაუცველობით  ხასიათდება. ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, სადაც კონფლიქტები, პოლიტიკური კრიზისი და გაურკვევლობის შეგრძნება ყოველდღიურობის ნაწილია, ამ მდგომარეობების პრევალენტობა, სავარაუდოდ, გლობალურ საშუალო მაჩვენებელს აჭარბებს. ამ კონტექსტში, ცენტრალიზებული რეესტრი, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებთანაა დაკავშირებული მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს  რისკის ქვეშ აყენებს.

გარდა ამისა, შემოთავაზებული რეესტრის სტრუქტურა და ლოგიკა ძალიან ჰგავს რუსეთის ფედერაციაში დამკვიდრებულ პრაქტიკას, რომლითაც ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრალიზებული რეესტრები სამართალდამცავთა წვდომით სწორედ საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის საბაბით შემოიღეს. იმ საზოგადოებებში, რომლებსაც ფსიქიატრიის პოლიტიკური მიზნებისთვის ბოროტად გამოყენების ისტორიული გამოცდილება აქვთ, მსგავსი მექანიზმები ვერ განიხილება, როგორც ნეიტრალური ადმინისტრაციული ინსტრუმენტები.

და ბოლოს, ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრის შექმნა, თუკი ის ხელმისაწვდომი იქნება სამართალდამცავი ორგანოებისთვის, წამების, არასათანადო მოპყრობისა და სახელმწიფო ძალადობის სხვა ფორმების მსხვერპლებს განსაკუთრებით მძიმე რისკებს უქმნის.

ამ ადამიანების  უმრავლესობას ესაჭიროება გრძელვადიანი ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული მკურნალობა ტრავმასთან დაკავშირებული მდგომარეობის, მათ შორის: პოსტტრავმული სტრესული აშლილობის, დეპრესიისა და შფოთვითი აშლილობების გამო. მათი ყველაზე სენსიტიური სამედიცინო ინფორმაციის  იმავე სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის შესაძლო ხელმისაწვდომობა, რომლებიც ასოცირდებიან ამ ინფორმაციის წარსულსა ან აწმყოში ბოროტად გამოყენებასთან, შეიცავს რეტრავმატიზაციის რისკს, აძლიერებს შიშსა და უნდობლობას საჯარო ინსტიტუტების მიმართ და, ფაქტობრივად, გამორიცხავს ამ ადამიანების მხრიდან დახმარების ძიების შესაძლებლობას.

პრაქტიკაში ეს ქმნის „მსუსხავ ეფექტს“ (chilling effect) რეაბილიტაციაზე წვდომის კუთხით, ძირს უთხრის საქართველოს ვალდებულებებს, უზრუნველყოს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაცია, მათთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება და შეიძლება ჩაითვალოს ირიბ დისკრიმინაციად უკიდურესად მოწყვლადი ჯგუფის მიმართ, რომლის დაცვასაც მოითხოვს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი.

ჩვენ, ხელმომწერი ასოციაციები, როგორც წამების პრევენციისა და გადარჩენილთა რეაბილიტაციისთვის მებრძოლი გლობალური მოძრაობის ნაწილი, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას:

  • დაუყოვნებლივ შეაჩეროს ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული რეესტრის შექმნის პროცესი და გააუქმოს ყველა ის ჩანაწერი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ან ნებისმიერ სამართალდამცავ ორგანოს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ მონაცემებზე წვდომის უფლებას აძლევს, რადგან სამედიცინო ინფორმაციის შეგროვების, შენახვის ან გამოყენების პროცესში საპოლიციო სტრუქტურების ჩართულობა არღვევს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, ძირს უთხრის სამედიცინო კონფიდენციალურობას და ეწინააღმდეგება საქართველოს ვალდებულებებს, რომელიც მას აქვს დაკისრებული გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების და ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების კონვენციის შესაბამისად.
  • დაუყოვნებლივ დაიწყოს „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი გადახედვა  ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს სპეციალისტებთან, პროფესიულ ასოციაციებთან, სერვისით მოსარგებლეებთან, შესაბამისი გამოცდილების მქონე პირებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, დამოუკიდებელ იურიდიულ და სამედიცინო ექსპერტებთან კონსულტაციებითა და შესაბამისი საერთაშორისო მექანიზმების გათვალისწინებით
  • უზრუნველყოს „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის სრული შესაბამისობა საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებთან, მათ შორის: გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციასთან“, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სახელმძღვანელო პრინციპებთან, ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლებრივ ჩარჩოებთან.
  • დაიცვას წამების, არასათანადო მოპყრობისა და სახელმწიფო ძალადობის მსხვერპლთა სენსიტიური მონაცემები სამართალდამცავ ან უსაფრთხოების უწყებების მიერ ნებისმიერი ფორმის აღრიცხვისა და ნახსენებ უწყებებთან ამ ინფორმაციის გაზიარებისგან.  გაეროს „წამების წინააღმდეგ კონვენციით“ ნაკისრი ვალდებულებებისა და რეაბილიტაციის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მსხვერპლთათვის ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მიწოდება უნდა ეფუძნებოდეს მკაცრ კონფიდენციალურობას, პაციენტის თანხმობასა და საპოლიციო სტრუქტურებისგან დამოუკიდებლობას.
  • უზრუნველყოს, რომ წამებისა და სახელმწიფო ძალადობის მსხვერპლთათვის ხელმისაწვდომი იყოს უსაფრთხო, დამოუკიდებელი და ტრავმა ინფორმირებული ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები თვალთვალის, შურისძიების ან მეორადი ზიანის მიყენების საფრთხის გარეშე. ეს გულისხმობს იმის გარანტიას, რომ სარეაბილიტაციო სერვისები ინსტიტუციურად გამიჯნული იქნება სამართალდამცავი ორგანოებისგან და კანონმდებლობა მკაფიოდ დაიცავს მსხვერპლებს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ მონაცემების ნებისმიერი ფორმით გამოყენებისგან საგამოძიებო, პრევენციული თუ სადამსჯელო მიზნებისთვის.

ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს მეცნიერულ მტკიცებულებებს, პროფესიულ ეთიკას, დემოკრატიულ მონაწილეობასა და ადამიანის ღირსების პატივისცემას. ავტორიტარულ პრაქტიკაზე დაფუძნებული მოდელები საზოგადოებრივ უსაფრთხოებას არ უზრუნველყოფს; პირიქით, ანადგურებს ნდობას, აძლიერებს სტიგმას, ზღუდავს ფუნდამენტურ უფლებებს და გრძელვადიან ზიანს აყენებს როგორც ცალკეულ პირებს, ისე მთლიანად საზოგადოებას.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი (GCRT), ელენე ქორიძე, პროგრამის მენეჯერი – ekoridze@gcrt.ge

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭო (IRCT), რობერტო ფრიფრინი, ევროკავშირის სამართლისა და ადვოკატირების პროგრამის მენეჯერი – rfr@irct.org 

ხელმომწერები:

Federation Global Initiative on Psychiatry 

Coordinating Center for Traumatized Refugees (Centra)

Cordelia Foundation for the Rehabilitation of Torture Victims

International Medical Rehabilitation Center for the Victims of Wars and Totalitarian Regimes (IRC)

The Kosovo Rehabilitation Centre for Torture Victims (KRCT)

Georgian Center for Psychosocial and Medical Rehabilitation of Torture Victims (GCRT)

Human Rights Foundation of Turkey (HRFT)

International Rehabilitation Council for Torture Victims (IRCT)

Centre for Psychotraumatology at the Helsinki Deaconess Foundation 

Rehabilitation Centre for Stress and Trauma (RCT)

International Aid Network IAN

Asociación Española de Neuropsiquiatría – Profesionales de Salud Mental (AEN-PSM)

Centre Action Social Réhabilitation et Réadaptation pour la victime de la Torture et de la guerre (SOHRAM-CASRA)

The Albanian Rehabilitation Center for trauma and Torture (ARCT) 

Association of Detainees and Missing Persons of Sednaya Prison (ADMSP)

ადამიანის უფლებები განცხადება ფსიქიკური ჯანმრთელობა ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრი
ქართული ოცნების ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღით ებრძვისქართული ოცნების ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღით ებრძვისდეკემბერი 1, 2025

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • ბლოგი
  • ვიდეო გალერეა
  • სიახლეები
Logo White

9 ვ. ანჯაფარიძის ქუჩა, თბილისი 0179

2 22 0689 / 2 29 39 12

სამუშაო საათები: ორშ. - პარ: 10.00 - 18.00  

სერვისები

ფსიქოლოგიური სერვისი

სამედიცინო სერვისი

სოციალური სერვისი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

რეგიონული ოფისები

GCRT გორი

მისამართი: 6 სტალინის გამზირი, გორი 1400
ტელ: 599 412040
ელ-ფოსტა: gcrtgori@gmail.com

GCRT ქუთაისი

მისამართი: გოგებაშვილის ქ. 7
ტელ: 599104563
ელ-ფოსტა: panchulidzetea@yahoo.com