დაზარალებულთა ნდობის ფონდი საქართველოში მხარდაჭერის პროგრამას იწყებს
გაცნობებთ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) დაზარალებულთა ნდობის ფონდის (TFV) მხარდაჭერით მიმდინარე კვირას საქართველოში ოფიციალურად დაიწყო მსხვერპლთა მხარდაჭერისა და რეაბილიტაციის პროგრამა.
ნდობის ფონდის მსხვერპლთა პროგრამა გამიზნულია იმ ადამიანების მხარდასაჭერად, რომლებიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ იმყოფებიან, არიან ომის დანაშაულების და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების მსხვერპლნი და დაზარალდნენ სამხრეთ ოსეთში და მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე კონფლიქტის დროს 2008 წლის 2 ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით.
პროგრამა მოიცავს დაზარალებულთა სამედიცინო და ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერას, კონსულტაციების გაწევას, საარსებო პირობების გაუმჯობესებასა და ქვე-გრანტირების ინიციატივების მხარდაჭერას, რათა მოხდეს კონფლიქტით გამოწვეული ზიანის შემსუბუქება.
ნდობის ფონდმა ღია კონკურსის შედეგად შეარჩია ორი ადგილობრივი ორგანიზაცია – საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT) და გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი (GIP-T), რომლებიც 2008 წლის ომის დაზარალებულთა რეაბილიტაციის განხორციელებაში ფონდის პარტნიორები იქნებიან.
პროექტების განხორციელება 2023 წლის 1 აპრილს დაიწყო.
პროგრამა და პროექტების აქტივობები დაიგეგმა მსხვერპლებთ
ან, დაზარალებულ მოსახლეობასთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან კონსულტაციების შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.
მეტის სანახავად დააჭირეთ.
Source: Trust Fund for Victims
Photo: Pete Muller for the ICC
A scene from Tserovani displacement settlement in the Republic of Georgia. From the series Life After Conflict.