GCRT სამუშაო საათები ორშ – პარ: 10.00 – 18.00         +995 032 2 22 0689

  • მთავარი
  • ვინ ვართ
    • ჩვენ შესახებ
  • რას ვაკეთებთ
    • საქმიანობა
      • პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა
    • პროექტები
    • აისი
  • სიახლეები
  • პუბლიკაციები
  • დაგვიკავშირდით
  • Ka
    • En
    • Ka
კონტაქტი
  • მთავარი
  • ვინ ვართ
    • ჩვენ შესახებ
  • რას ვაკეთებთ
    • საქმიანობა
      • პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა
    • პროექტები
    • აისი
  • სიახლეები
  • პუბლიკაციები
  • დაგვიკავშირდით
  • Ka
    • En
    • Ka
Logo White
  • მთავარი
  • ვინ ვართ
    • ჩვენ შესახებ
  • რას ვაკეთებთ
    • საქმიანობა
      • პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა
    • პროექტები
    • აისი
  • სიახლეები
  • პუბლიკაციები
  • დაგვიკავშირდით
  • Ka
    • En
    • Ka
ქართული ოცნების ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღით ებრძვის
Home მულტიმედია სიახლეები ქართული ოცნების ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღით ებრძვის
სიახლეები
GCRT დეკემბერი 1, 2025

ქართული ოცნების ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღით ებრძვის

BBC-ის მიერ გამოქვეყნებული გამოძიება, რომელიც 2024 წელს საპოლიციო ძალების მიერ მშვიდობიანი პროტესტის დარბევას ეხება, საგანგაშო ფაქტებს ააშკარავებს.

მოცემული გამოძიების მიხედვით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ 2024 წლის პროტესტების დროს გამოყენებული იყო არა ჩვეულებრივი ცრემლმდენი აირი, არამედ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური აგენტი ე.წ. „კამიტე“, რომელიც ცნობილია თავისი ხანგრძლივი, დამწვრობის მსგავსი დაზიანებებითა და მძიმე გავლენით სასუნთქ და კარდიოვასკულარულ სისტემებზე.

საერთაშორისო სამართალი მკაფიოდ განსაზვღრავს, რომ დემონსტრაციის დაშლის მიზნით გამოყენებული ნებისმიერი ქიმიური საშუალება უნდა იყოს დროებითი მოქმედების და ჯანმრთელობის ხანგრძლივ ზიანს არ უნდა იწვევდეს. „კამიტეს“ ტიპის აგენტებს კი ახასიათებთ გრძელვადიანი ტოქსიკური გავლენა, რომელიც დღეებსა და კვირებს გრძელდება. შესაბამისად, ასეთი ქიმიკატების გამოყენება მასის მართვის ლეგიტიმურ ინსტრუმენტად  ვერ ჩაითვლება. ის უკვე გადადის ტანჯვისა და არაადამიანური მოპყრობის კატეგორიაში. საერთაშორისო შეთანხმებების მიხედვით, რომლის მონაწილე არის საქართველოც, ამ ტიპის ნივთიერებების გამოყენება მკაცრად არის აკრძალული.

გაეროს  სპეციალურმა მომხსენებელმა წამების საკითხებში მკაფიოდ აღნიშნა, რომ მოსახლეობა არაფრით შეიძლება გახდეს ექსპერიმენტული ქიმიური იარაღის სამიზნე. ქიმიური აგენტი, რომლის ეფექტიც საათების ნაცვლად დღეებსა და კვირებს გრძელდება, შესაძლოა შეფასდეს როგორც წამება და არაადამიანური მოპყრობა.

სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს სრული გამჭვირვალობა და გაასაჯაროოს შემდეგი ინფორმაცია:

  • რა ქიმიური ნივთიერება გამოიყენებოდა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მშვიდობიანი აქციების დარბევისას;
  • ვინ მიიღო გადაწყვეტილება მისი შემოტანისა და გამოყენების შესახებ;
  • რატომ გამოიყენა პოლიციამ ისტორიულად საშიში და ადამიანისთვის მძიმე შედეგების მქონე ქიმიკატი.

ეს არ არის მხოლოდ სამართლებრივი საკითხი – ეს უკავშირდება საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, ღირსებასა და უსაფრთხოებას. საჭიროა მომხდარი ფაქტის დამოუკიდებელი, სარწმუნო და დროული გამოძიება, პასუხისმგებელი პირების დადგენა და შესაბამისი ზომების მიღება. საქართველოს მოქალაქეებს აქვთ სრული უფლება იცოდნენ სიმართლე და იყვნენ დაცულნი.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში GCRT  ემსახურება და უწევს ფსიქო-სოციალურ და სამედიცინო დახმარებას აქციების დროს დაზარალებულ ადამიანებს, რომლებმაც წამება და არაადამიანური მოპყრობა გამოიარეს, ჩვენ კვლავ  ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და თუ თქვენ ან თქვენს ახლობელს გქონდათ მსგავსი გამოცდილება, დაგვიკავშირდით. ჩვენ თქვენ გვერდით ვართ.

გამოძიება კამიტე მეორე მსოფლიო ომი წამება
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის შესახებქართული არასამთავრობო ორგანიზაციები მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის შესახებოქტომბერი 14, 2025
ერთობლივი განცხადება საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრის შექმნასთან დაკავშირებითდეკემბერი 22, 2025ერთობლივი განცხადება საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრის შექმნასთან დაკავშირებით

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • ბლოგი
  • ვიდეო გალერეა
  • სიახლეები
Logo White

9 ვ. ანჯაფარიძის ქუჩა, თბილისი 0179

2 22 0689 / 2 29 39 12

სამუშაო საათები: ორშ. - პარ: 10.00 - 18.00  

სერვისები

ფსიქოლოგიური სერვისი

სამედიცინო სერვისი

სოციალური სერვისი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

რეგიონული ოფისები

GCRT გორი

მისამართი: 6 სტალინის გამზირი, გორი 1400
ტელ: 599 412040
ელ-ფოსტა: gcrtgori@gmail.com

GCRT ქუთაისი

მისამართი: გოგებაშვილის ქ. 7
ტელ: 599104563
ელ-ფოსტა: panchulidzetea@yahoo.com