ფემიციდი
Ფემიციდი, ანუ ქალებისა და გოგოების გენდერული ნიშნით მკვლელობა – ქალთა მიმართ ძალადობის უკიდურესი გამოვლინებაა.
Არსებობს ფემიციდის შემდეგი ფორმები:
- ინტიმური ფემიციდი – რომელიც მოქმედი ან ყოფილი რომანტიკული პარტნიორის მხრიდან არის ჩადენილი.
- Ე.წ. „ღირსების“ მკვლელობა – რომელსაც ოჯახის წევრი მამაკაცი ჩადის ოჯახის რეპუტაციის ანუ ე.წ. „ღირსების“ შესანარჩუნებლად.
- მზითევთან დაკავშირებული ფემიციდი – რომელსაც სიძის მშობლები პატარძლის მშობლების მიერ მიცემული მზითვით უკმაყოფილების გამოსახატად ჩადიან. ფემიციდის ეს ფორმა ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშია გავრცელებული.
- Და არაინტიმური ფემიციდი – რომლის დროსაც მკვლელი არ არის მსხვერპლის ახლობელი, ნათესავი ან ნაცნობი.
Ფემიციდის ამ ფორმას მეორენაირად „სქესობრივ ფემიციდსაც“ უწოდებენ, რადგან როგორც წესი, ასეთ მკვლელობებს წინ სექსუალური ძალადობა უძღვის.
Რატომ ხდება ფემიციდი?
Ისევე როგორც გენდერული ნიშნით ჩადენილ სხვა დანაშაულებს, ფემიციდსაც საფუძვლად პატრიარქალური კულტურა უდევს, რომელიც გენდერული სტერეოტიპებითა და დამაზიანებელი საზოგადოებრივი ნორმებით იკვებება.
ფემიციდი, როგორც წესი, სპონტანურად არ ხდება.
ის ხშირად ძალადობის სხვა ფორმების – ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომუკური და სექსუალური ძალადობების კულმინაციაა.
Რა უნდა გავაკეთოთ?
2017 წელს საქართველო სტამბულის კონვენციას შეუერთდა, გამკაცრდა კანონმდებლობა – ფემიციდი 16 -დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობით ისჯება.
Ამის მიუხედავად, 2018-2022 წლებში საქართველოში მოკლეს ან სცადეს მოეკლათ 56 ქალი მხოლოდ იმის გამო, რომ ის ქალია.
ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ დასჯაზე ორიენტირებული პოლიტიკა ეფექტური არ არის და მნიშვნელოვანია სახელმწიფომ პრევენციაზეც აქტიურად იმუშაოს.
Უნდა გვახსოვდეს, რომ Ფემიციდის პრევენციაში წვლილის შეტანა ინდივიდუალურ დონეზე ყველას შეგვიძლია:
- აიმაღლე ხმა სექსიზმის წინააღმდეგ.
- დაინტერესდი გოგოებისა და ქალების გამოცდილებებით, მხარი დაუჭირე და გააძლიერე.
- ჩაერიე და დარეკე პოლიციაში, თუკი გენდერული ნიშნით ძალადობის შემსწრე გახდები.
- გამოხატე ნულოვანი ტოლერანტობა მოძალადის მიმართ.
- არასდროს დაადანაშაულო მსხვერპლი.
- მხარი დაუჭირე ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს.
- ჩაერთე ქალთა უფლებებთან დაკავშირებული მნიშვნოლოვანი საინფორმაციო მასალების გავრცელებაში.