გენდერული ნიშნით ძალადობა
გენდერული ნიშნით ძალადობა ნებისმიერი ძალადობრივი ქმედებაა, რომელიც ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მიმართ მათი სქესის ნიშნით ხორციელდება.
Გენდერული ნიშნით ძალადობა როგორც წესი ქალებისა და გოგოების, მათ შორის, ხშირად შშმ პირების, სექსუალური და გენდერული უმცირესობებისკენაა მიმართული.
და მას შემდეგი ფორმები აქვს:
Სექსუალური შევიწროება,
გაუპატიურება,
კიბერბულინგი,
სექსუალური ექსპლუატაცია,
Სასქესო ორგანოების დამახინჯება,
Ბავშვთა ქორწინება.
Გენდერული ნიშნით ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა კი ოჯახში ძალადობა ანუ ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობაა, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს:
ფსიქოლოგიური,
Ემოციური,
Ეკონომიკური,
ფიზიკური,
და სექსუალური ძალადობის ფორმებს.
Ოჯახში ძალადობა არა მხოლოდ უშუალოდ დაზარალებულზე, მის ახლო გარემოცვაზეც ახდენს ნეგატიურ გავლენას. განსაკუთრებული ზიანი ადგება ბავშვებისა და მოზარდების ფსიქიკურ და ემოციურ კეთილდღეობას.
გვახსოვდეს:
მოძალადე შეიძლება იყოს ყველა – ასაკის, რასის, განათლების, პროფესიის, რელიგიისა თუ სოციოეკონომიკური მდგომარეობის განურჩევლად.
Არ არსებობს “მაგრამ” – ძალადობის მიზეზი ყოველთვის მოძალადეა.
არარელევანტურია ყურადღების გამახვილება დაზარალებულის გარეგნობაზე, ქცევასა თუ პერსონალურ გადაწყვეტილებეზე.
Შეუძლებელია პასუხისმგებლობა დავაკისროთ მას, ვისზეც ძალადობენ!
თუ სექსუალური ხასიათის შეხება ან კავშირი თავისუფლად გაცემული თანხმობის საფუძველზე არ ხდება – ეს სექსუალური შევიწროება ან გაუპატიურებაა.
Თუ სექსუალური კავშირისას პირი ნარკოტიკული ან ალკოჰოლური თრობის ქვეშაა და ვერ გასცემს გააზრებულ თანხმობას, ან არასრულწლოვანია – ეს გაუპატიურებაა!
Გენდერული ნიშნით ძალადობა ყველას გვეხება და მის წინააღმდეგ ბრძოლაში თითოეულ ჩვენგანს შეუძლია წვლილის შეტანა.
Მხარი დავუჭიროთ ძალადობის გამოცდილების მქონე ქალებს.
Გავაძლიეროთ გოგონები და ქალები.
Ვისაუბროთ გენდერულ სტერეოტიპებზე და დავუპირისპირდეთ მათ.