Notice: Undefined variable: UB in /home/gcrtge/domains/gcrt.ge/public_html/libs/Functions.php on line 616

Notice: Undefined variable: UB in /home/gcrtge/domains/gcrt.ge/public_html/libs/Functions.php on line 630

GCRT–ს მულტიდისციპლინალური გუდი ჰყავს, რომელშიც ორგანიზაციის მიზნებისადმი ერთგული 40 პროფესიონალი შედის. მათ შორის არიან: ფსიქიატრები, ფსიქოლოგები, თერაპევტები, სოციალური მუშაკები და მოხალისეები, რომლებსაც ხშირად უხდებათ საკუთარი მოვალეობის რთულ და მძიმე ვითარებაში შესრულება. GCRT–ს ხელმძღვანელია ლელა ცისკარიშვილი, პროფესიით ფსიქოლოგი, რომელიც ორგანიზაციას 2000 წელს შემოუერთდა დოკუმენტალისტის პოზიციაზე, 2001 წელს გადავიდა ფსიქოლოგის თანამდებობაზე, ხოლო 2005 წლიდან ორგანიზაციის დირექტორია. GCRT–ის სამედიცინო დირექტორია ზურაბ ბებერაშვილი, ორგანიზაციის ერთერთი დამფუძნებელი, პროფესიით ფსიქიატრი. სწორედ ის გეგმავს და უძღვება GCRT–ს ყველა სარეაბილიტაციო პროგრამას.