logo წამების მსხვერპლთა
ფსიქოსოციალური და სამედიცინო
რეაბილიტაციის ცენტრი
დონაცია
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • მიმოხილვა
    • სამეურვეო საბჭო
    • ჩვენი გუნდი
    • დონორები
  • საქმიანობა
    • მიმოხილვა
    • სამიზნე ჯგუფები
    • ტრავმაზე ზრუნვა
    • პრევენცია და ცნობიერების ამაღლება
    • პოლიტიკა
    • საგანმანათლებლო საქმიანობა
  • სერვისები
  • პროექტები
    • მიმდინარე
    • დასრულებული
  • სიახლეები
  • მედია
    • ვიდეო გალერეა
    • ფოტო გალერეა
    • პუბლიკაციები
  • კონტაქტი
  • ENG
  • GEO
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • მიმოხილვა
    • სამეურვეო საბჭო
    • ჩვენი გუნდი
  • საქმიანობა
    • მიმოხილვა
    • სამიზნე ჯგუფები
    • ტრავმაზე ზრუნვა
    • პრევენცია და ცნობიერების ამაღლება
    • პოლიტიკა
    • საგანმანათლებლო საქმიანობა
  • სერვისები
  • პროექტები
    • მიმდინარე
    • დასრულებული
  • დახმარება
    • დონაცია
    • დონორები
  • სიახლეები
  • მედია
    • ვიდეო გალერეა
    • ფოტო გალერეა
    • პუბლიკაციები
  • კონტაქტი
  • ENG
  • GEO
GCRT გთავაზობთ

ფსიქოლოგიურ, სამედიცინო და სოციალურ სერვისებს:

0204
ფსიქოლოგიური სერვისი

ფსიქოლოგიური მომსახურება
 

ფსიქოლოგიური მომსახურება მოიცავს ფსიქო–დიაგნოსტიკას და კლიენტის პირველად ინტერვიუს ცენტრში შეხვედრის დროს; დახმარების ღონისძიებებს, როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ და ოჯახურ ფსიქოლოგიურ კონსულტაციებს.
 

ფსიქოთერაპია
 

ცენტრის მიერ ხორციელდება ფსიქოთერაპიული მომსახურება, რაც შეიცავს დახმრების შემდეგ ფორმებს:
 

1.  ინდივიდუალური თერაპია

2.  ჯგუფური თერაპია

3.  ოჯახური თერაპია
 

GCRT–ს მიერ გამოყენებული სამკურნალო მეთოდებს შორისაა შემეცნებით–ქცევითი თერაპია, გახანგრძლივებული ექსპოზიციური თერაპია, მოკლე ეკლექტური ფსიქოთერაპია და სომატური თერაპია. გარდა ამისა, გამოიყენება შემეცნებითი, შემეცნებით–ემოციური და სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთეაპიული მეთოდები კომპლექსური ტრავმული აშლილობების დროს სტაბილიზაციის მისაღწევად.
 

ფსიქიატრიული შეფასება
 

ფსიქიატრიულ მომსახურებაში შედის შემდეგი;

  • კონსულტაცია და კლიენტის კლინიკური შემოწმება.

  • ფსიქოლოგიური შემოწმება სპეციალურად შემუშავებული კითხვარის გამოყენებით

  • ფსიქო–დიაგნოსტიკა და პრობლემების აღწერა.

  • მკურნალობის გეგმის შემუშავება სხვადასხვა პროფილის სპეციალისტებთან ერთად

  • საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტოზური მკურნალობის დანიშვნა

  • მკურნალობისა და რეაბილიტაციის დინამიკის შეფასება

  • დამატებითი კონსულტაციები და დროის გარკვეული მონაკვეთის შემდეგ განმეორებითი გმაოკვლევა

  • საჭიროების შემთხვევაში, კლიენტთა გადამისამართება სპეციალურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში

სამედიცინო სერვისი

ცენტრის მიერ უზრუნველყოფილი სამედიცინო მომსახურება მოიცავს ლაბორატორიულ და კლინიკურ კვლევებს, თერაპევტის კონსულტაციას, რეფერალურ სამედიცინო დაწესებულებებში სხვადასხვა პროფილის პროფესიონალებთან კონსულტაციას, მედიკამენტოზური მკურნალობას და სპეციალური ფიზიოთერაპიული პროცედურებს.

ცენტრი ინახავს კლიენტის ყველა სამედიცინო დოკუმენტს და მათი კონფიდენციალურობის გარანტიას იძლევა.

 

ცენტრის სამედიცინო რეაბილიტაციის პროცესი გულისხმობს ცენტრის ტერიტორიაზე მომსახურების გაწევას და კლიენტთა გადამისამართებას სპეციალურ სამედიცინო ინსტიტუტებში დამატებითი კვლევების ჩასატარებლად.
 

მულტიდისციპლინური მიდგომის შედეგად, სამედიცინო რეაბილიტაცია მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს: 

  • პირველადი სამედიცინო კონსულტაცია, სომატური და ფსიქოსომატური დიაგნოსტირება ცენტრში.

  • გადამისამართება სამედიცინო დაწესებულებებში ლაბორატორიული კვლევისა და სპეციალისტებთან კონსულტაციისთვის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროცესის ჩასატარებლად.

  • გადამისამართება ცენტრის შიგნით. კერძოდ, კლიენტების დახმარება და მომზადება ფსიქო რეაბილიტაციის კურსისთვის.

  • მკურნალობის პროცესის მართვა – მედიკამენტებით უზრუნველყოფა, საკონტროლო ანალიზები, საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის გამეორება.

  • ფსიქოთერაპიული მომსახურება

  • ფსიქოსომატური აშლილობის შემთხვევაში, კომპლექსური მკურნალობის ჩატარება.

სოციალური სერვისი

GCRT–ს მიერ კლიენტებისათვის შეთავაზებული სოციალური მომსახურება მოიცავს:  

  • კლიენტის სოციალური საჭიროებების შეფასება
  • შესაბამისი სოციალური ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ამ ღონისძიებების კლიენტისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
  • კლიენტის გადამისამართება საგანმანათლებლო და მოსამზადებელ კურსებზე ცენტრის გარეთ;
  • ისეთი მომსახურების მოძიება, რომელსაც კლიენტი დამოუკიდებლად ვერ მიიღებს
  • მედიატორის ფუნქციის შესრულება მომსახურების გამწევ ორგანიზაციებთან
  • კლიენტის ინტერესების დაცვა და ოფიციალური და არაოფიციალური დამხმარე ქსელების შემოწმება კლიენტისთვის. 

საჭიროების შემთხვევაში, GCRT–ს თანამშრომლები კლიენტებს აკითხავენ სახლში სიტუაციის შესაფასებლად და შემდეგ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ქმნიან ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ სოციალურ სერვისს. აქვე იგულისხმება შესაფერის შემთხვევებში პენიტენციური დაწესებულების ან იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლების სტუმრობაც.

ფსიქოლოგიური სერვისი
სამედიცინო სერვისი
სოციალური სერვისი
ფსიქოლოგიური სერვისი
სამედიცინო სერვისი
სოციალური სერვისი
ფსიქოლოგიური სერვისი
ფსიქოლოგიური მომსახურება მოიცავს ფსიქო–დიაგნოსტიკას და კლიენტის პირველად ინტერვიუს ცენტრში შეხვედრის დროს; დახმარების ღონისძიებებს, როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ და ოჯახურ ფსიქოლოგიურ კონსულტაციებს.
მისამართი ვ.ანჯაფარიძის 9. თბილისი 0179 ტელეფონი 2 22 0689 ელ. ფოსტა info@gcrt.ge
სოციალური ქსელი
  • GCRT თბილისი
  • GCRT გორი
  • GCRT ბათუმი
  • GCRT ქუთაისი
All Rights Reserved. Created By CGROUP