არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა
2016-12-16 | 2020-05-01
პროექტი ხელს უწყობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელების პროცესში სამოქალაქო სექტორის აქტიურ ჩართულობას, გამჭვირვალობის ანგარიშვალდებულების და სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების შორის გამოცდილების გაზიარების მიზნით. პროექტი მიზნად ისახავს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგს. პროექტის შემდგომი ეტაპი მოიცავს რეფორმების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
პროექტი ხორციელდება ევროკავშიის ფინანსური მხარდაჭრით.
დანაშაულის პრევენციის გაუმჯობესება ანტისოციალური ქცევის მქონე და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისთვის
2016-12-15 | 2019-04-15
პროექტი გულისხმობს კანონთან კონფლიქტში მყოფი და „განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში“ ჩართული 400 მოზარდის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისით და ინტერვენციის პროგრამებით უზრუნველყოფას საქართველოს 4 რეგიონში, ასევე მათ ჩართვას სხვადასხვა რეკრეაციულ, სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ინტერვენციის პროგრამათა პაკეტის ასევე, არასრულწლოვანთა მშობლებისთვის ინტერვენციის პროგრამის დანერგვა. ამას გარდა განხორციელდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზების შესწავლა, რეკომენდაციების შემუშავება და ადვოკატირება. პროექტის შედეგად შესაბამისი სამთავრობო და არასამთავრობო უწყებები გაძლიერდება.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი.
ლგბტ აქტივისტთა თემის გაძლიერების ხელშეწყობა
2017-03-10 | 2017-08-30
ლგბტ აქტივისტები ლგბტ ადამიანთა უფლებებისათვის ბრძოლის პროცესში მუდმივი წნეხისა და გამოწვევების წინაშე დგანან, რადგანაც მათ უწევთ საქმიანობა ისეთ ნაკლებად ტოლერანტულ გარემოში, როგორიცაა საქართველოს დღევანდელი საზოგადოება. ამ თემის თითქმის არცერთ აქტივობას დღემდე არ ჩაუვლია რაიმე ინციდენტის გარეშე, რაც ზოგ შემთხვევაში აძლიერებს მათ ბრძოლის ჟინს, ხოლო ხშირად პირიქით, იწვევს მათ ფრუსტრაციას.
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი -GCRT ითვალისწინებსარსებული ძალადობრივი გარემოს ფონზე, ლგბტ თემის ფსიქოსოციალური პრობლემებისადმი სპეციფიკურ მოწყვლადობას და პროექტის ფარგლებში გეგმავს ლგბტ აქტივისტთა გაძლიერების მიზნით კონკრეტულ აქტივობებს, რაც გულისხმობს თემზე ორიენტირებულ ჩარევებს (community based interventions), რომლებიც არა მხოლოდ გაზრდის მათ გამძლეობას (მედეგობას) სტრესებისა და კრიზისული სიტუაციების მიმართ, არამედ ხელს შეუწყობს ლგბტ აქტივისტთა თემის მობილიზებას, შეკრულობას და გაზრდის მის წევრებში ურთიერთმხარდაჭერისა და ურთიერთდახმარების სასარგებლო უნარ-ჩვევებს.საპროექტო აქტივობები ძირითადად დაფუძნებულია კოლეგათა ურთიერთკონსულტირების (ინტერვიზიის) მეთოდოლოგიაზე. სამუშაო ჯგუფები დაყოფილი იქნება აქტივისტებისა და მენეჯერების პოზიციის გათვალისწინებით.
Shelter City
2016-12-01 | 2017-12-01
ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა ყოფილი მსჯავრდებულებისათვის
2016-09-01 | 2016-12-31
შეწყალებულ მსჯავრდებლთა რეაბილიტაცია
2015-01-01 | 2015-12-31
უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ოჯახის წევრების თანადგომა
2009-01-01 | 2016-07-31
არტთერაპიული პროგრამა კანონთან კონფლიქტში და დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფი მოზარდებისთვის
2016-01-01 | 2016-06-30
არტ-თერაპია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში
2015-05-01 | 2015-12-31
