logo წამების მსხვერპლთა
ფსიქოსოციალური და სამედიცინო
რეაბილიტაციის ცენტრი
დონაცია
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • მიმოხილვა
    • სამეურვეო საბჭო
    • ჩვენი გუნდი
    • დონორები
  • საქმიანობა
    • მიმოხილვა
    • სამიზნე ჯგუფები
    • ტრავმაზე ზრუნვა
    • პრევენცია და ცნობიერების ამაღლება
    • პოლიტიკა
    • საგანმანათლებლო საქმიანობა
  • სერვისები
  • პროექტები
    • მიმდინარე
    • დასრულებული
  • სიახლეები
  • მედია
    • ვიდეო გალერეა
    • ფოტო გალერეა
    • პუბლიკაციები
  • კონტაქტი
  • ENG
  • GEO
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • მიმოხილვა
    • სამეურვეო საბჭო
    • ჩვენი გუნდი
  • საქმიანობა
    • მიმოხილვა
    • სამიზნე ჯგუფები
    • ტრავმაზე ზრუნვა
    • პრევენცია და ცნობიერების ამაღლება
    • პოლიტიკა
    • საგანმანათლებლო საქმიანობა
  • სერვისები
  • პროექტები
    • მიმდინარე
    • დასრულებული
  • დახმარება
    • დონაცია
    • დონორები
  • სიახლეები
  • მედია
    • ვიდეო გალერეა
    • ფოტო გალერეა
    • პუბლიკაციები
  • კონტაქტი
  • ENG
  • GEO
გააზიარე:

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის განცხადება 8 ნოემბერს აქციის დაშლასთან დაკავშირებით

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი წევრი ორგანიზაციების სახელით შეშფოთებას გამოთქვამს 2020 წლის 8 ნოემბერს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან მშვიდობიანად შეკრებილი აქტივისტების წინააღმდეგ  არაპროპორციული და კანონიერი საფუძვლის გარეშე გამოყენებული ძალის გამო.

2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ ეს არჩევნები შეფასდა როგორც ერთ-ერთი ყველაზე ხარვეზიანად ჩატარებული არჩევნები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რომელიც „გამოირჩეოდა დემოკრატიის დაბალი ხარისხით“. პრობლემები იყო როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე  უშუალოდ არჩევნების მიმდინარეობისას. პარალელური დათვლის შედეგად საარჩევნო უბნების 8%-ის ოქმებში გამოვლინდა დისბალანსი.

ზემოაღნიშნული დარღვევების ფონზე, ოპოზიციურმა პარტიებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და მოქალაქეებმა 8 ნოემბერს ერთობლივი საპროტესტო აქცია გამართეს. საღამოს საათებში აქციამ პარლამენტის შენობიდან ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) შენობისკენ გადაინაცვლა. აქციის მონაწილეთა უმრავლესობა ჯერ კიდევ გზაში იყო და რუსთაველიდან ცესკოს შენობისკენ მიემართებოდა, როდესაც ხელისუფლებამ ცესკოს შენობასთან შეკრებილი რამდენიმე ათეული ადამიანი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. რამდენიმე აქტივისტი, რომელიც ამ დროს ცესკოსთან იმყოფებოდა, შენობის ღობეს აწვებოდა, რაც,  შსს-ს განცხადებით გახდა საფუძველი რომ ხელისუფლებას გამოეყენებინა იძულების ღონისძიების სპეციალური საშუალება. გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლებამ მომიტინგეთა დასაშლელად აირიც გამოიყენა. თუმცა შსს-ს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია, მაგრამ მათი ინფორმაციით, ცესკოს წინ გამართულ აქციაზე შესაძლოა გამოყენებულიყო ე.წ. წიწაკის სპრეი.

მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლით და ასევე საქართველოს კონსტიტუციით. ამ უფლების შეზღუდვა კი, მხოლოდ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლით, პროპორციულობისა და აუცილებლობის პრინციპების დაცვის გათვალისწინებით უნდა მოხდეს. 8 ნოემბრის აქციაზე ცესკოსთან თავდაპირველად მიმდინარე აქცია მეტწილად არ სცდებოდა მშვიდობიანი შეკრების კანონის ფარგლებს. ამასთანავე, სამართალდამცავებს უნდა მიეცათ გონივრული ვადა აქციის მონაწილეებისთვის მათი მოთხოვნების შესასრულებლად – ამის შესაძლებლობა არსებობდა, რადგან ცესკოს შენობასთან შეკრებილი იყო მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი და მობილიზებული სამართალდამცავების დიდ რაოდენობას შესაძლებლობა ჰქონდა აერიდებინა ნებისმიერი სახის მძიმე შედეგი.

სამართალდამცავების მიერ პირველადად წყლის ჭავლის გამოყენებისთვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა და არც პროპორციულად იქნა გამოყენებული – წყალსატყორცნი საშუალების გამოყენებამდე არ გაუფრთხილებიათ აქტივისტები, რაც სავალდებულოა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით. ამან კიდევ უფრო დიდი პროტესტი გამოიწვია, რასაც მოჰყვა უკვე  აქციის დაშლისკენ მიმართული საპოლიციო ძალის გამოყენებს მეორე ტალღა. აღნიშნული ფაქტები დასტურდება სხვადასხვა მედიის მიერ მოწოდებული ვიდეო მასალით, სადაც ჩანს რომ სამართალდამცავების მიერ პირველ ჯერზე წყლის ჭავლის გამოყენება მოხდა მცირე, უმეტესწილად მშვიდი ჯგუფის საწინააღმდეგოდ, რომელიც ვერ შეძლებდა სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობა გაეწია. აქციას მონიტორინგს უწევდა  თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაცია, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და არაპროპორციული ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით აქციის მიმდინარეობისას გააკეთა განცხადება.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ წყლის ჭავლის გამოყენება მოხდა ნოემბრის ღამეს, დაბალი ტემპერატურის პირობებში. კორონავირუსის გამო ქვეყანაში არსებული კრიზისული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ხელისუფლებას ვალდებული იყო, არ გამოეყენებინა ისეთი სპეციალური ძალა, რომელიც პოტენციურად კიდევ უფრო მეტ ადამიანს შეუქმნის ჯანმრთელობის პრობლემას. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ძალის გამოყენების შედეგად არაერთი ადამიანი დაშავდა – ადამიენებს დაუზიანდათ თვალი, ერთმა აქტივისტმა მოიტეხა ხელი და ა.შ.

მაშინ როდესაც 2019 წლის 20 ივნისის და 18 ნოემბრის აქციებზე ძალის გამოყენების პროპორციულობისა და გადაცდენების ეფექტიანი გამოძიება ჯერ კიდევ არ მომხდარა, განსაკუთრებით საგანგაშოა მშვიდობიანი აქტივისტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენების კიდევ ერთი შემთხვევა. შესაბამისად, ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას:

  • უზრუნველყონ საერთაშორისო აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებები შესრულება და გამოხატვის და შეკრების თავისუფლების დაცვა;
  • უზრუნველყონ 8 ნოემბრის აქციისას ძალის გამოყენების პროპორციულობის დასადგენად გამჭვირვალე და ეფექტიანი გამოძიება, მათ შორის დაშავებული აქტივისტების დაზარალებულად ცნობა და მათთვის საჭირო ფიზიკური თუ მორალური ზიანის ანაზღაურება.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი წევრი ორგანიზაციების სახელით:

➢ ადამიანის უფლებათა ცენტრი

➢ უფლებები საქართველო

➢ მედიის ინსტიტუტი

➢ საფარი

➢ წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის განცხადება 8 ნოემბერს აქციის დაშლასთან დაკავშირებით
მნიშვნელოვანი თემები
02 Dec 2020
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის საქართველოს კოალიცია მიესალმება ჰააგის სასამართლოს დაზარალებულთა ნდობის ფონდის დირექტორატის გადაწყვეტილებას, 2008 წლის აგვისტოს ომის დაზარალებულთა დასახმარებლად საქართველოში მხარდამჭერი მანდატის განხორციელება დაიწყოს. აგვისტოს ომიდან 12 წლის შემდეგ დაზარალებულებს განსახლების ადგილებში და ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარედ გაუსაძლის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში უწევთ ცხოვრება ამ კუთხით აღსანიშნავია მძიმე საყოფაცხოვრებო პირობები, დ
10 Nov 2020
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი წევრი ორგანიზაციების სახელით შეშფოთებას გამოთქვამს 2020 წლის 8 ნოემბერს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან მშვიდობიანად შეკრებილი აქტივისტების წინააღმდეგ  არაპროპორციული და კანონიერი საფუძვლის გარეშე გამოყენებული ძალის გამო. 2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ ეს არჩევნები შეფასდა როგორც ერთ-ერთი ყველაზე ხარვეზიანად ჩატარებული არჩევნები ბოლო რამდენი
08 Aug 2020
2008 წლის რუსეთ-საქართველოსაგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა. აგვისტოს ომმა უმძიმესი შედეგები მოუტანა საქართველოს, რომელიც რუსეთის აგრესიის და მცოცავი ოკუპაციის შედეგად დღემდე გრძელდება. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის საქართველოს კოალიცია მხარდაჭერას უცხადებს აგვისტოს ომის დროს და შემდგომ პერიოდში მომხდარი ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევების მსხვერპლებს და გამოხატავს სოლიდარობას მათ მიმართ. 2008 წლის აგვისტოს ომს ასეულობით ადამიანი ემსხვერპლა, არაერთი მშვიდობიანი მ
03 Aug 2020
20 – 23 ივლისს GCRT-ისა და უკრაინის ფსიქიატრთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა ონლიან ტრენინგი, რომელიც წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის შემთხვევების სტამბოლის პროტოკოლით დოკუმენტირების შესწავლას ეძღვნებოდა. ტრენინგი დაიგეგმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „წამების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში, უკრაინასა და სომხეთში“ ფარგლებში. ტრენერთა გუნდში შედიოდნენ ქართველი და უკრაინელი ექსპერტები - ექიმები, ფსიქოლოგები და იურისტები, რომელთაც პრაქტიკული გამოცდილებ
03 Aug 2020
9-10 ივლისს  უკრაინაში პლატფორმა ზუმისსაშუალებით გაიმართა ჰუმანიტარული ტექნოლოგიების ცენტრის, Ahalar-ის განვითარების დირექტორის, იური ტროხიმენკოს ტრენინგი თემაზე: ონლაინ ტრენინგის უნარ-ჩვევები ტრენერებისთვის. შეხვედრას უკრაინიდან 8 მონაწილე ესწრებოდა, რომლებმაც მომავალში სტამბოლის პროტოკოლის შესახებ უნდა ჩაატარონ ტრენინგები. ტრენინგში ასევე მონაწილეობდნენ GCRT-ისა და უკრაინული ფსიქიატრთა ასოციაციის, UPA-ს წარმომადგენლები, სოფო ტაბაღუა და იულია პიევსკაია, როლებიც პროექტს  
მისამართი ვ.ანჯაფარიძის 9. თბილისი 0179 ტელეფონი 2 22 0689 ელ. ფოსტა info@gcrt.ge
სოციალური ქსელი
  • GCRT თბილისი
  • GCRT გორი
  • GCRT ბათუმი
  • GCRT ქუთაისი
All Rights Reserved. Created By CGROUP