
გააზიარე:
ტრენინგი ტრენერებისთვის
9-10 ივლისს უკრაინაში პლატფორმა ზუმისსაშუალებით გაიმართა ჰუმანიტარული ტექნოლოგიების ცენტრის, Ahalar-ის განვითარების დირექტორის, იური ტროხიმენკოს ტრენინგი თემაზე: ონლაინ ტრენინგის უნარ-ჩვევები ტრენერებისთვის. შეხვედრას უკრაინიდან 8 მონაწილე ესწრებოდა, რომლებმაც მომავალში სტამბოლის პროტოკოლის შესახებ უნდა ჩაატარონ ტრენინგები.
ტრენინგში ასევე მონაწილეობდნენ GCRT-ისა და უკრაინული ფსიქიატრთა ასოციაციის, UPA-ს წარმომადგენლები, სოფო ტაბაღუა და იულია პიევსკაია, როლებიც პროექტს კოორდინირებას უწევენ.
მონაწილეებმა განიხილეს პანდემიასთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტუალური საკითხები და იმსჯელეს, თუ როგორ უნდა ჩატარდეს შეზღუდვების შემთხვევაში შეხვედრები და ტრენინგები ონლაინ.
საუბარი იყო ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ● ონლაინ ტრენინგების გამოწვევები. ● Zoom-ის ვიდეო სერვისთან მუშაობა ● ონლაინ პლატფორმებზემუშაობა ● ჯგუფური ჩართულობის მეთოდები ● სერვისები გამოკითხვების შესადგენად ● გამამხნევებელი და ენერგიის სტიმულაციის საშუალებებიონლაინ ( warm-ups and energizers -ეს ზუსტადროგორითარგმნება, არვიცი )● მოტივაცია ● კომუნიკაცია
კიდევ ერთი ონლაინ ტრენინგი ჩატარდა 15-16 ივლისს მულტიდისციპლინური გუნდისთვის, რომელიც ფსიქიატრების, ფისქოლოგებისა და იურისტებისგან შედგებოდა. ტრენინგს 11 მონაწილე ესწრებოდა და ის სტამბოლის პროტოკოლის მიხედვით წამებისა და არასათანადო მოპყრობის გამოძიებასა და დოკუმენტირებას ეხებოდა. ორგანიზატორები და ტრენერები იყვნენ: ლელა ცისკარიშვილი (GCRT), სოფიო ტაბაღუა (GCRT), იულია პიევსკაია (UPA).
მნიშვნელოვანი თემები
