12 წელი აგვისტოს ომიდან და ომის მძიმე შედეგები

2008 წლის რუსეთ-საქართველოსაგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა. აგვისტოს ომმა უმძიმესი შედეგები მოუტანა საქართველოს, რომელიც რუსეთის აგრესიის და მცოცავი ოკუპაციის შედეგად დღემდე გრძელდება.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის საქართველოს კოალიცია მხარდაჭერას უცხადებს აგვისტოს ომის დროს და შემდგომ პერიოდში მომხდარი ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევების მსხვერპლებს და გამოხატავს სოლიდარობას მათ მიმართ.

2008 წლის აგვისტოს ომს ასეულობით ადამიანი ემსხვერპლა, არაერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაზარალდა და შეილახა მათი ფუნდამენტური უფლებები. ომის დროს ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სერიოზულ და მასობრივ დარღვევებს, მათ შორის, ეთნიკურ წმენდას, სამოქალაქო მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მკვლელობის, გაუჩინარების, ქონების მასობრივი განადგურების, იძულებითი გადაადგილების, სამოქალაქო მოსახლეობაზე თავდასხმის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს.

სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეთა უფლებების ხელყოფის ფაქტები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგაც მასობრივად გაგრძელდა. ომის შემდეგ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის დეფაქტო წარმომადგენლებთან ერთად აქტიურად დაიწყეს ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, რასაც შედეგად საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებების ხელყოფა ახლავს.

ბორდერიზაციის პარალელურად საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ ადამიანთა უკანონო და თვითნებური დაკავებების მანკიერი პრაქტიკა დაიწყო. ყოველწლიურად ასობით საქართველოს მოქალაქე ხდებაგატაცების მსხვერპლი, მათშორისქალებიდაბავშვები. შედეგად გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ადამიანებს ყოველდღიურად შიშში უწევთ ცხოვრება და მათი უსაფრთხოება და კეთილდღეობა საფრთხის ქვეშაა. არსებულ მდგომარეობას ამწვავებს მოსახლეობას შორის ინფორმაციის ნაკლებობა იმის შესახებ, თუ სად გადის ე.წ. ადმინისტრაციული საზღვარი. უმეტეს შემთხვევაში, გატაცებულებს ადმინისტრაციული წესით აკავებენ და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ათავისუფლებენ. თუმცა, ბოლო წლებში გახშირდა სისხლის სამართლებრივი წესით დაკავების შემთხვევებიც, რა დროსაც დაკავებულები წლების განმავლობაში რჩებიან ტყვეობაში.  ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე უკანონო დაკავებების მანკიერი პრაქტიკის პარალელურად ვხვდებით ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევების შემთხვევებსაც, როგორიცაა სიცოცხლის უფლების ხელყოფა ან/და სხეულის დაზიანებების შემთხვევები.

გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვამ და ბორდერიზაციამ მძიმე შედეგები მოიტანა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირებისთვისაც უფლებრივი, ჰუმანიტარული და სოციალური თვალსაზრისით. ვითარება განსაკუთრებით გამწვავდა 2019 წლის სექტემბრიდან, როდესაცცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ერთადერთი გამშვები პუნქტი თვითნებურად ჩაკეტა. შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა ადგილობრივებმა დაკარგეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის და სხვადასხვა სოციალურ და ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა. მძიმე უფლებრივი მდგომარეობა და არსებული ჰუმანიტარული კრიზისინათლად წარმოაჩინა არასათანადო სამედიცინო დახმარების გამო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა გარდაცვალების ფაქტებმაც.

გარდა ამისა, აგვისტოს ომიდან 12 წლის შემდეგაც პრობლემურია დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა როგორც იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებში, ასევე ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე სოფლებში. გაუსაძლისი საყოფაცხოვრებო პირობების მიუხედავად სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სერვისები მათ პირობებს არსებითად ვერ აუმჯობესებს.

ოკუპირებულ და მის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული მძიმე მდგომარეობის ფონზე განსაკუთრებით პრობლემურია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დაწესებული შეზღუდვები, რომლითაც მედიის წარმომადგენლებს, ოპოზიციურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს არ ეძლევათოკუპირებულიცხინვალისრეგიონის/სამხრეთოსეთისმიმდებარესოფლებში გადაადგილების და შესვლის უფლება. სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული შეზღუდვები ვერც უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე არის გამართლებული განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს კონტროლირებად სოფლებში ასობით მაცხოვრებელი აგრძელებს ცხოვრებას.

ოკუპირებულ და მის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას ამწვავებს ის ფაქტიც, რომ დღემდე აგვისტოს ომის დროს და შემდგომ პერიოდში მომხდარ დანაშაულებზე არ ჩატარებულა ეფექტიანი გამოძიება და არ დამდგარა შესაბამის პირთა პასუხისმგებლობა ეროვნულდონეზე. სიტუაციის სიმძიმეს ხელს უწყობს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობა და სისუსტე ისევე როგორც კონფლიქტის ტრანსფორმაციის და კონფლიქტის რეგიონებში მცხოვრები ადამიანების უფლებების და კეთილდღეობის დაცვის კუთხით საქართველოს არაეფექტიანი  პოლიტიკა.

ამ პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო დონეზე მიმდინარე პროცესებს, მათ შორის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ გამოძიების დროულ წარმოებას, რომელიც ომის დროს მომხდარ დანაშაულებს 2016 წლიდან იძიებს. ეფექტიანმა გამოძიებამ შესაძლოა პრევენციული ეფექტი იქონიოს მიმდინარე დარღვევებზე. თავის მხრივ, მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ და საერთაშორისო ორგანიზაციებმა გააგრძელონ აქტიური მუშაობა არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ:

საქართველოს ხელისუფლებას:

  • გამოიყენოსყველაშესაძლომექანიზმირუსეთისფედერაციისმიერსაქართველოსტერიტორიისოკუპაციისდასრულებისდაოკუპირებულ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა უფლებებისხელყოფისშესაჩერებლად;
  • გააძლიეროს შერიგებისა და დიალოგის გზით კონფლიქტის მოგვარება და შეიმუშაოს მკაფიო პოლიტიკა, რომელიც მიმართული იქნება კონფლიქტების ტრანსფორმაციის, ადამიანის უფლებების და კეთილდღეობის დაცვისკენ;
  • გააუქმოსსაოკუპაციოხაზთანდამისმიმდებარესოფლებშიმედიის, სამოქალაქოსაზოგადოებისადაპოლიტიკოსებისდაშვებისბლანკეტურიაკრძალვა და შეიმუშავოსობიექტურკრიტერიუმებზედაფუძნებულიმიდგომები;
  • გააძლიეროს ძალისხმევა იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მათი ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად;

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს:

  • უზრუნველყოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მომხდარი ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ შესაძლო დანაშაულებზე მიმდინარე გამოძიების გონივრულ ვადაში დასრულება და დაკავების ორდერების გამოცემა მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, რომლებიც ყველაზე მეტად არიან პასუხისმგებელი ჩადენილ დანაშაულებში.

რუსეთის ფედერაციას, როგორც ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორიებზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს:

  • შეწყვიტოს ოკუპირებულ და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ადამიანთა უფლებების მასობრივი დარღვევები, საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას;

საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას:

  • გაააქტიურონ ძალისხმევა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უფლებების მასობრივი დარღვევის წინააღმდეგ საბრძოლველად და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მათი წარმომადგენლობის სადამკვირვებლო საქმიანობის განსახორციელებლად.

 

 

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის საქართველოს კოალიციის წევრი ორგანიზაციები:

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

საერთაშორისო სამართლიანობა (Justice International)

წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი (GCRT)

უფლებები საქართველო

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

სრულად

ტრენინგი სტამბოლის პროტოკოლის შესახებ

20 – 23 ივლისს GCRT-ისა და უკრაინის ფსიქიატრთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა ონლიან ტრენინგი, რომელიც წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის შემთხვევების სტამბოლის პროტოკოლით დოკუმენტირების შესწავლას ეძღვნებოდა. ტრენინგი დაიგეგმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „წამების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში, უკრაინასა და სომხეთში“ ფარგლებში.

ტრენერთა გუნდში შედიოდნენ ქართველი და უკრაინელი ექსპერტები - ექიმები, ფსიქოლოგები და იურისტები, რომელთაც პრაქტიკული გამოცდილება აქვთ სტამბოლის პროტოკოლთან მუშაობაში. შეხვედრას დაესწრო უკრაინის სასჯელაღსრულების სისტემის 53 თანამშრომელი. ტრენინგის ფარგლებში მხარეთა შორის დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს უკრაინაში სტამბოლის პრტოკოლის იმპლემენტაციის პროცესს.

სრულად

ტრენინგი ტრენერებისთვის

9-10 ივლისს  უკრაინაში პლატფორმა ზუმისსაშუალებით გაიმართა ჰუმანიტარული ტექნოლოგიების ცენტრის, Ahalar-ის განვითარების დირექტორის, იური ტროხიმენკოს ტრენინგი თემაზე: ონლაინ ტრენინგის უნარ-ჩვევები ტრენერებისთვის. შეხვედრას უკრაინიდან 8 მონაწილე ესწრებოდა, რომლებმაც მომავალში სტამბოლის პროტოკოლის შესახებ უნდა ჩაატარონ ტრენინგები.

ტრენინგში ასევე მონაწილეობდნენ GCRT-ისა და უკრაინული ფსიქიატრთა ასოციაციის, UPA-ს წარმომადგენლები, სოფო ტაბაღუა და იულია პიევსკაია, როლებიც პროექტს  კოორდინირებას უწევენ.

მონაწილეებმა განიხილეს პანდემიასთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტუალური საკითხები და იმსჯელეს, თუ როგორ უნდა ჩატარდეს შეზღუდვების შემთხვევაში შეხვედრები და ტრენინგები ონლაინ.

საუბარი იყო ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ● ონლაინ ტრენინგების გამოწვევები. ● Zoom-ის ვიდეო სერვისთან მუშაობა ● ონლაინ პლატფორმებზემუშაობა ● ჯგუფური ჩართულობის მეთოდები ● სერვისები გამოკითხვების შესადგენად ● გამამხნევებელი და ენერგიის სტიმულაციის საშუალებებიონლაინ ( warm-ups and energizers -ეს ზუსტადროგორითარგმნება, არვიცი )● მოტივაცია ● კომუნიკაცია

კიდევ ერთი ონლაინ ტრენინგი ჩატარდა 15-16 ივლისს მულტიდისციპლინური გუნდისთვის, რომელიც ფსიქიატრების, ფისქოლოგებისა და იურისტებისგან შედგებოდა. ტრენინგს 11 მონაწილე ესწრებოდა და ის სტამბოლის პროტოკოლის მიხედვით წამებისა და არასათანადო მოპყრობის გამოძიებასა და დოკუმენტირებას ეხებოდა. ორგანიზატორები და ტრენერები იყვნენ: ლელა ცისკარიშვილი (GCRT), სოფიო ტაბაღუა (GCRT), იულია პიევსკაია (UPA).

სრულად

პროფესიული გადაწვა და მისი პრევენცია

11-12 ივლისს ბორჯომში GCRT-ის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი თემაზე "პროფესიული გადაწვა და მისი პრევენცია"

ტრენინგი ტრენერებისთვის (TOT) განხორციელდა და მასში თბილისიდან და რეგიონებიდან 16 ადამიანი მონაწილეობდა. ტრენინგს უძღვებოდნენ ზურაბ ბებერაშვილ და სოფიო ტაბაღუა GCRT-დან.

ღონისძიება ჩატარდა იუსტიციის სასწავლო ცენტთან და მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტთან თანამშრომლობით და ის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ბრძოლა წამებისა და არა ადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ საქართველო, სომხეთსა და უკრაინაში“ ფარგლებში დაიგეგმა.

პროექტის ფარგლებში GCRT-იმ  შეიმუშავა პროფესიული გადაწვისა და მისი პრევენციის სატრენინგო მოდული, რის შემდეგაც ტრენინგის საშუალებით გადასცა ცოდნა მონაწილეებს. მათგან შერჩეული ტრენერები სამომავლოდ თავად ჩაატარებენ გადაწვის პრევენციის ტრენინგებს.

 

სრულად

GCRT -ის განცხადება "მთავარ არხზე" გასული სიუჟეტის შესახებ

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი - GCRT შეშფოთებას გამოთქვამს "მთავარი არხის" ეთერით გავრცელებული სიუჟეტის  გამო,  რომელიც არასრულწლოვანი, 6-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვების პორნო-ტრეფიკინგს შეეხებოდა. კატეგორიულად მიუღებელია მასობრივი ინფორმაციის საშუალებით ბავშვების შიშველი, ეროტიკული შინაარსის ფოტო და ვიდეომასალის გავრცელება, იმის მიუხედავად,  დაფარულია თუ არა  მათი სახეები. ეს ქმედება ეწინააღმდეგება ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან დაცვის ევროპის საბჭოს კონვენციას. ბავშვების სახეების დამალვა თავიდან ვერ აგვაცილებს მათი იდენტიფიცირების რისკს იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც პირადად იცნობენ ამ პროცესში ჩართულ არასრულწლოვნებს. გარდა ამისა, მაღალია რეტრავმატიზაციის რისკი - არავინ იცის რა სიძლიერის განცდებს გამოიწვევს ამ მასალის ნახვა  მოზარდებში, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს  ძალადობა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ კადრების ტელევიზიით ტირაჟირებით,  ინტერნეტში პრაქტიკულად სამუდამოდ ვტოვებთ ბავშვების ფოტო და ვიდეომასალას, რომელთა ნახვასაც მსხვერპლები წლების მერეც შეძლებენ.

მედია ვალდებულია, მსგავსი თემების გაშუქებისას ამოვიდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან და არ დაარღვიოს ეთიკური სტანდარტი - „არ ავნო“.

GCRT მოუწოდებს შემდეგ სახელმწიფო სტრუქტურებს: შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალურ პროკურატურას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, დაუყონებლივ მიიღონ ზომები, რათა ერთი მხრივ შეწყდეს ონლაინ საძიებო პლატფორმების საშუალებით ბავშვთა პორნოგრაფიული მასალის გავრცელება, ხოლო მეორე მხრივ გატარდეს ღონისძიებები ამ პროცესში ჩართული მოზარდების ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისათვის.

ასევე, მოვუწოდებთ ტელეკომპანია "მთავარს", დაუყონებლივ აიღოს ვიდეო გავრცელების ყველა პლატფორმიდან და ტელევიზიის ხელმძღვანელობამ სამომავლოდ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ამ საკითხთან დაკავშირებულ გადაცემებს და სიუჟეტებს, რადგან ხელი არ შეუწყოს მძიმე ტრავმული გამოცდილებით მიღებული ემოციური მდგომარეობის ფატალურად გართულებას.

 

სრულად