GCRT მიიჩნევს, რომ ეფექტური რეაბილიტაცია მიიღწევა მხოლოდ წამების პრევენციისთვის გამუდმებული ბრძოლით. ამრიგად, წამების პრევენციაში წლილის შეტანა და საზოგადოებაში წამებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ცნობადობის ამაღლება ცენტრის უპირველესი საზრუნავია.
GCRT ატარებს ცნობადობის ასამაღლებელ ღონისძიებებს, რათა გაავრცელოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ ინფორმაცია. იგი საზოგადოებას ინფორმაციას აწვდის იმ მახასიათებლების შესახებ, რაც წამებას სისხლის სამართლის დანაშაულად განსაზღვრავს და საზოგადოებაში აწარმოებს საგანმანათლებლო მუშაობას წამების საწინააღმდეგო დაცვის ეროვნული და საერთაშორისო ინსტრუქციების შესახებ.
ყოველწლიურად 26 მაისს, GCRT გაეროს წამების მსხვერპლთა დახმარების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს და სხვადასხვა ღონისძიებებს ატარებს. ცენტრის მიზანია, წამების საკითხის მიმართ ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა და წამების წინააღმდეგ ბრძოლაში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფა. ღონისძიებებზე რიგდება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, მათი აკრძალვისა და პრევენციის შესახებ ბროშურები და სხვა პუბლიკაციები.
2008 წელს პრეზიდენტის # 369 ბრძანებულების თანახმად შეიქმნა წამების, არაადამიანური მოპყრობისა და დასჯის წინაარმდეგ უწყებათა შორის საკოორდინაციო საბჭო. საბწოს შემადგენობაში არა მხოლოდ სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან, არამედ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რამდენიმე დამოუკიდებელი ექსპერტიც. GCRT ერთ–ერთია საბჭოსი შემავალი ორი არასამთავრობო ორგანიზაციიდან. GCRT რეგულარულად ესწრება საბჭოს შეხვედრებს და მონაწილეობს სამოქმედო გეგმის შემუშავებაში. იგი საბჭოს ასევე რეგულარულად წარუდგენს არაადამიანური მოპყრობის (ანონიმურ) საქმეებს.