სარეაბილიტაციო სერვისი

ფსიქოლოგიური სერვისი

ფსიქოლოგიური მომსახურება მოიცავს ფსიქო–დიაგნოსტიკას და კლიენტის პირველად ინტერვიუს ცენტრში შეხვედრის დროს; დახმარების ღონისძიებებს, როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ და ოჯახურ ფსიქოლოგიურ კონსულტაციებს.

სამედიცინო სერვისი

ცენტრის მიერ უზრუნველყოფილი სამედიცინო მომსახურება მოიცავს ლაბორატორიულ და კლინიკურ კვლევებს, თერაპევტის კონსულტაციას, რეფერალურ სამედიცინო დაწესებულებებში სხვადასხვა პროფილის პროფესიონალებთან კონსულტაციას, მედიკამენტოზური მკურნალობას და სპეციალური ფიზიოთერაპიული პროცედურებს.

სოციალური სერვისი

GCRT–ს მიერ კლიენტებისათვის შეთავაზებული სოციალური მომსახურება მოიცავს: კლიენტის სოციალური საჭიროებების შეფასება, შესაბამისი სოციალური ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ამ ღონისძიებების კლიენტისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, კლიენტის გადამისამართება საგანმანათლებლო და მოსამზადებელ კურსებზე ცენტრის გარეთ;

სამიზნე ჯგუფები

GCRT ფსიქოსოციალურ სერვისს სთავაზობს ტრავმული გამოცდილების მქონე შემდეგ სამიზნე ჯგუფებს:

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: +995 577 22 68 68; +995 577 12 68 68

საგანმანათლებლო საქმიანობა

GCRT, გარდა სერვისების მიწოდებისა, აქტიურად მუშაობს ფსიქოტრავმატოლოგიის, როგორც დარგის განვითარებაში, ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას, სამუშაო შეხვედრების, ტრენინგების, ვებინარებისა და ლექციების ფორმატში, ქმნის პუბლიკაციებსა და მულტიმედია მასალას სხვადასხვა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით.

ადვოკატირება და შესაძლებლობების გაძლიერება

GCRT აქტიურად ეხმარება როგორც სახელმწიფო სტრუქტურებს, ისე საერთაშორისო პარტნიორებსა და კოლეგებს, ინოვაციური მიდგომების გამოყენებით სერვისების დანერგვასა და განვითარებაში.

კვლევითი საქმიანობა

GCRT რეგულარულად ატარებს მისი სამოქმედო სფეროს შესაბამის კვლევებს. საკვლევი თემები მოიცავს ადამიანთა უფლებებსა და სხვადასხვა ფსიქოლოგიურ ფენომენს.